ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

6 ივლისი რუსთაველზე

6 ივლისს, რუსთაველზე, პარლამენტის წინ, მდუმარე აქცია გაიმართა. ადამიანები, წინა დღით მომხდარი ძალადობრივი თავდასხმებისა და ძალადობაზე სახელმწიფოსგან არაეფექტიანი პასუხის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ. მდუმარე აქციის პარალელურად კონტრაქციას მართავდნენ ძალადობრივი ჯგუფები.

რუსთაველზე ამ დროს იყო ჩვენი ჟურნალისტი, ნათია შარმიაშვილი, რომელიც აკვირდებოდა სიტუაციას, იღებდა კადრებს და იწერდა ხმებს.