გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

7 კონცერტი, რომელიც ამ ზაფხულს არ უნდა გამოტოვო

ნიკო ნერგაძე (რადიო თავისუფლება სპეციალურად "ინდიგოსთვის")

ცხოვრება უსამართლოა. ხან წლები ჩაივლის ისე, რომ საინტერესო მუსიკოსი ახლომახლოს არც კი გაჭაჭანდება. ხან კი, როგორც ამ ზაფხულს, იმდენი კარგი კონცერტი ტარდება რომ ვერ აუხვალ - არც დრო გეყოფა და არც ფული! იმხელა არჩევანია, შეიძლება თავბრუ დაგეხვეს. მაგრამ, ნუ სტირი. შენმა მეგობრებმა გადახედეს ჩამომსვლელთა სიას და, კვოტირების პრინციპის დაცვით, საუკეთესო შვიდეული აგირჩიეს. დატკბი:

# 7. 

ვინ: რობი უილიამსი.
ეგ ვინაა: კარგი რა, ვითომ არ იცი.
რა პროექტია: პროექტი Check-in Georgia
სად და როდის: „დინამო არენაზე“, 27 მაისს.
ბილეთებს ვიშოვი: ალბათ ვერა. ამ წუთას მხოლოდ 130 ლარიანი ბილეთებია დარჩენილი და ეგეც მალე გაიყიდება.
კარგი ფასია: არა!
რატომ ღირს წასვლა: ყველას აქვს რობი უილიამსის ერთი საყვარელი სიმღერა მაინც. ამასთან, რობი დიდი გამოცდილების მქონე პროფესიონალია და წესით ცუდ ან საშუალო კონცერტს არ იკადრებს.
რატომ არ ღირს წასვლა: ძვირია. თან, რავი, პრინციპის ამბავია. ბევრს არ უნდა ბიუჯეტის ფულის რობი უილიამსებში გადახდის წახალისება.
ის თუ არა, მაშ ვინ?: Maroon 5, 7 ივნისს, ბათუმში. 40 ლარიანი ბილეთბი ჯერ კიდევ იღება.

#6.

ვინ: Gus Gus Live
ეგ ვინაა: ისლანდიური ჯგუფია, ელექტრონული მუსიკის სფეროში ერთ-ერთი დაფასებული ხალხია.
რა პროექტია: GEM-FEST
სად და როდის: ანაკლიაში, 13 მაისს.
ბილეთებს ვიშოვი: კი. 150 ლარი ღირს 4-დღიანი ფესტივალის აბონემენტი.
კარგი ფასია: კი, ძალიან.
რატომ ღირს წასვლა: წესით ძალიან კარგი ლაივი უნდა ჰქონდეთ. ეგენიც დიდი ხანია სცენაზე არიან და იციან, რა და როგორ.
რატომ არ ღირს წასვლა: მარტო Gus-Gus-ზე წასვლა არ გამოგივა. თუ 4 დღით (10-14 აგვისტო) ანაკლიაში წასვლას ვერ ახერხებ, მაშინ სხვა რამე უნდა მოიფიქრო.
ის თუ არა, მაშ ვინ: Paul Van Dyk, 10 აგვისტოს ანაკლიაში.

#5.

ვინ: ტეო ტეარდო და ბლიქსა ბარგელდი
ეგ ვინაა: ბლიქსა ბარგელდი თანამედროვე ესპერიმენტული მუსიკის ერთ-ერთი მამა, გავლენიანი ჯგუფის, Einstürzende Neubauten-ის დამაარსებელი, ნიკ კეივის ძმა და მეგობარი.  ტეო ტეარდოც ცნობილი იტალიელი მუსიკოსი ყოფილა. ერთი 15 კაცის გარდა არავინ თქვას, რომ აქმდე იცოდა ვინ იყო.
რა პროექტია: SOU Festival
სად და როდის: ფილარმონია, 26 მაისი
ბილეთებს ვიშოვი: კი. 15 ლარიდან იწყება. ყველაზე ძვირი 50 ლარი ღირს.
კარგი ფასია: კი, ძალიან.
რატომ ღირს წასვლა: თანამედროვე ექსპერიმენტულ მუსიკას მოისმენ. ფეისბუკზე სტატუსს დადებ, გაამარიაჟებ... (აი, კარგი სტატუსი: „თქვენთვის დაიტოვეთ რობი ვილიამსი და ეროს რამაზოტი. ბლიქსას და თეოს არაფერი შეედრება!)
რატომ არ ღირს წასვლა: თუ ეგეთი მუსიკა არ გიყვარს, მაშინ ძალიან გაიტანჯები.
ის თუ არა, მაშ ვინ: ალვა ნოტო, 18 მაისს „მარჯანიშვილში“.

#4.

ვინ: ჯეფ მილსი
ეგ ვინაა: ტექნოს ერთ-ერთი მამა. ემინემს უთქვამს მასზე: If you ain't listened To the Wizzard, you ain't have a fucking clue what you was missing-ო.
რა პროექტია: 4GB
სად და როდის: სადღაც თემქის მიტოვებულ ქარხანაში, რომელზეც ყველა ამბობს ძალიან მაგარი ადგილიაო. 6 მაისს.
ბილეთებს ვიშოვი: არ ვიცი. კართან ფეისკონტროლია, რომელიც შეიძლება ვერ გაიარო. ჯობია მანამდე მათ საიტზე დარეგისტრირდე. 3 დღე 100 ლარი ღირს, ერთი დღე 50.
კარგი ფასია: ნორმალური.
რატომ ღირს წასვლა: თუ სადმე რამე კლუბში დრო კარგად გიტარებია და გგონია, რომ მიტოვებული ქარხნის გარემო და ტექნოს ლეგენდა გაგისწორდება, მაშინ ამაზე უკეთეს ადგილას ვერ წახვალ.
რატომ არ ღირს წასვლა: თუ კლუბები არ მოგწონს, ვერც აქ გაერთობი.
ის თუ არა, მაშ ვინ: მეთიუ ჰერბერტი, 7 მაისს, აქვე.

 

# 3.

ვინ: Air
ეგ ვინაა: ზეპატივსაცემი ფრანგული ჯგუფია. ხმის ჯადოქრები და საუნდის ოსტატები.
რა პროექტია: Tbilisi Open Air
სად და როდის: სადღაც ლისის ტბასთან, 29 ივლისს
ბილეთებს ვიშოვი: კი, ოღონდ რაც მალე იყიდი მით იაფი დაგიჯდება. 16 მაისამდე ერთი დღე 35 ლარი ღირს, სამდღიანი აბონემენტი 80 ლარი.
კარგი ფასია: ნაჩუქარია.
რატომ ღირს წასვლა: ღია ცის ქვეშ ფესტივალზე ბალახზე წამოწვები და ძალიან კარგ მუსიკას მოუსმენ. თან მხარს დაუჭერ ყველაზე მხარდასაჭერ ფესტივალს, რომელიც უკვე რამდენიმე წელია არსებობს, რისკავს, თავის ფულს ხარჯავს  და ჯგუფები ჩამოყავს.
რატომ არ ღირს წასვლა: რავი, თუ ბალახზე წამოწოლა და კარგი მუსიკის სმენა არ გინდა, მაშინ ვერ ისიამოვნებ.
ის თუ არა, მაშ ვინ: UNKLE, 30 მაისს, აქვე.

# 2.

ვინ: ლორინ ჰილი
ეგ ვინაა: ქალი ლეგენდა. ნეო-სოულის და ჰიპ-ჰოპის დედა.
რა პროექტია: Black Sea Jazz Festival
სად და როდის: ბათუმის ტენისის კლუბში, 17 ივლისს
ბილეთებს ვიშოვი: უნდა იჩქარო, 11 მაისს დაიწყება გაყიდვა და მალევე დაიტაცებენ. 50 ლარი ღირს.
კარგი ფასია: კი, ძალიან.
რატომ ღირს წასვლა: ლორინ ჰილი, გავმეორდებით და, ქალი ლეგენდაა. ეგეთები იშვიათდ ჩნდებიან და კიდევ უფრო იშვიათდ ჩამოდიან საქართველოში. 
რატომ არ ღირს წასვლა: ლორინ ჰილი თავისებური ქალია და, თავისუფლად შეიძლება, ცუდი კონცერტი ჩაატაროს. გაუკეთებია.
ის თუ არა, მაშ ვინ: კვინსი ჯონსი, 15 ივლისს, ბათუმის ტენისის კლუბში.

#1.

ვინ: The Prodigy
ეგ ვინაა: რეივის ნათლიები, სცენის ტურები, ტვინის ამფეთქებლები. ითვლება, რომ ერთ-ერთი აუცილებლად სანახავი ლაივ ჯგუფია. რა პროექტია: Black Sea Jazz Festival
სად და როდის: ბათუმის ტენისის კლუბში, 21 ივლისს
ბილეთებს ვიშოვი: ძალიან უნდა იყოჩაღო. 11 მაისს დაიწყება გაყიდვა და წამში დაიტაცებენ. 50 ლარი ღირს.
კარგი ფასია: აუ, კი, ძალიან.
რატომ ღირს წასვლა: ვერ გაიგე? ერთ-ერთი საუკეთესო ლაივ ჯგუფია. 
რატომ არ ღირს წასვლა: ჯაზფესტივალებზე უცნაური პუბლიკა დადის ხოლმე. შეიძლება არც ბათუმის ტენისის კლუბი იყოს ყველაზე შესაფერისი ვენიუ პროდიჯისთვის.
ის თუ არა, მაშ ვინ: პროდიჯის ვერავინ შეცვლის.

 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა