გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

აეროდრომი | კოკა რამიშვილის გამოფენა

"აეროდრომი, როგორც ფარდა, როგორც შენი შინაგანი განწყობა. იმიტომ, რომ ფარდა უნდა დაკეტო მზე რომ არ შემოვიდეს, რომ ჩაღრმავდე შენ თავში. ჩემთვის ყოველთვის იყო საინტერესო ფრენა. სადაც მე არ ვეკუთვნი არც იმ ქვეყანას, საიდანაც მივფრინავ და იმ ქვეყანას, სადაც უნდა ჩავფრინდე. არსად არა ხარ. ხარ შენში.

შენ შენში უნდა იყო, რომ გაფრინდე.



თუ გინდა, რომ აღმოაჩინო შენი ნამუშევრით ახალი რაღაცა, შენ უნდა ცვალო მანევრები, შენ უნდა ეძებო ახალი გზები. ყოველდღე რომ დგები, უნდა ადგე, როგორც ცარიელი ფურცელი. უნდა დაგავიწყდეს ყველაფერი, რაც გაგიკეთებია. ხელოვნება არის ის, როცა შენ არ იცი რა სამყაროში შეგიყვანს შენი ნამუშევარი. შენ ყოველთვის აღმოჩენის წინ დგახარ და გიხარია".



დედიკას გალერეა, 2020.
loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა