აიისა – ანანია გაჩეჩილაძე
15.11.2018
„აიისა“ პრეზერვატივებს აწარმოებს. ანანია გაჩეჩილაძისთვის ეს ქართული, კონცეპტუალური ბრენდი ერთდროულადაა ბიზნესიც და სოციალური მოძრაობაც, რომელიც ტაბუებს ებრძვის.
პრეზერვატივის შეფუთვაზე პროვოკაციული, ოთხსანტიმეტრიანი გამოსახულებები – თანამედროვე მემებია, რომლებიც ონლაინსივრცეშია უკვე გაფანტული.
პრეზერვატივებზე თამარ მეფის გამოსახულებამ, წარწერამ "მაკურთხებელი მარჯვენა", ქართლის დედის იმიჯმა ფრაზით: ''I don't want to be your mother" („არ მინდა ვიყო დედაშენი“) საზოგადოება 22 წლის გოგოს წინააღმდეგ ააჯანყა.
სასამართლომ არაეთიკურობისთვის კომპანია 500 ლარით დააჯარიმა და რამდენიმე დიზაინის პრეზერვატივის გაყიდვა აუკრძალა. სულ მალე კი, „აიისას“ ახალი გმირი ის მოსამართლე გახდა, ვინც განაჩენი გამოიტანა – პრეზერვატივის შეფუთვაზე ლევან მურუსიძე სამართლიანობის ქალღმერთ ფემიდას კისერზეა შემომჯდარი.

თავიდანვე ვიცოდი, რომ ჩემი ბიზნესი პრეზერვატივებთან იქნებოდა დაკავშირებული. ვხედავდი თან, სერვ