ამ ქვეყნის მოქალაქე | სამირა ბაირამოვა, სამოქალაქო აქტივისტი
13.11.2020
რამ უნდა შემაშინოს?! თუ მოვკვდები.. ვიცი.. შეიძლება მოვკვდე, არ არის პრობლემა! ჩემი ცხოვრების ბოლომდე ეს ბრძოლა გაგრძელდება. იმიტომ,რომ ესე კი არ არის, რომ ვიღაცა დაიბადება 100 წლის შემდეგ, ის ადამიანი მოვა და გააკეთებს ბევრ რამეს. შენ თვითონ ხარ ის ადამიანი.
ცვლილება გინდა? კარგი ცხოვრება გინდა? სწავლა გინდა? მუშაობა გინდა? მაშინ იაქტიურე!
ჩემით ვისწავლე ქართული ენა. ფილმებს ვუყურებდი, წიგნებს ვკითხულობდი. სკოლაში კი მყავდა ეროვნებით ქართული მასწავლებელი, მაგრამ სულ ამბობდა, რომ ქართული ენა შენ რაში გჭირდება, შენ ხარ აზერბაიჯანელი და წახვალ აზერბაიჯანში.
ჩემთვის ძალიან ნორმალური მოვლენა იყო, იმიტომ, რომ ჩემთვის მარნეული იყო თითქმის სხვა ადგილი. კედელი იყო იქით ცხოვრობდნენ სხვები. რა თქმა უნდა, ეს სხვები იყვნენ ქართველები. უბრალოდ ვიცოდი, რომ ამ ქვეყანაში ვცხოვრობ.
მე ვფიქრობდი, რომ მე წავალ ბაქოში, ჩავაბარებ აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსტეტში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე და იქ გავხდები პროკურორი და ესე მქონდა მთელი გეგმა.
ასევე სამომავლოდ მქონდა არჩეული ადგილი ბაქოში, სად ვიცხოვრებდი. ეს ყველაფერი შეიცვალა მაშინ, როდესაც მამაჩემმა დაკარგა თავის სამსახური და ჩემმა მშობლბმა თქვეს, რომ ამ წელს არ გამოვა. მეთქი კარგი, ჩავაბარებ თბილისში, მაგრამ გულით არ მინდოდა... რომ დავიწყე თბილისში სიარული ჩემი აზრი ნელ-ნელა შეიცვალა.
ეს ჩემი როგორც მოქალაქეს ბრალი არ არის. საზოგადოება, გარემოება არ იყო ჩვენთვის მოწყობილი. მაინც თუ რამე იქნებოდა ნიშანი, რაღაცნაირად გავიგებდი, რომ მე უფრო ვეკუთვნი ამ ქვეყანას.
მაგალითად, საქართველოს ერთერთმა პრეზიდენტმა თქვა, როდესაც აზერბაიჯანელებთან მოვიდა შეხვედრაზე მოსახლეობას მიმართა, რომ მე ხშირად ვსაუბრობ ილჰამ ალიევთან და ის თქვენზე ძალიან ნერვიულობს. რას უნდა გრძნობდე ამ დროს საქართველოს მოქალაქე, როდესაც შენი ქვეყნის პრეზიდენტი ამბობს, რომ მე ვურეკავ თქვენს პრეზიდენტს და ის თქვენზე ნერვიულობს, ასე გამოდის, ხო?!
შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ეს ჩემი არ არის და უფრო ილჰამი არის ჩემი პრეზიდენტი ვიდრე საქართველოს რომელიმე პრეზიდენტი.
ეს მოხდა 2017 წელს. თვითონ სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესში არ არის ეს გათვალისწინებული. თითქოს ჩვენ ვართ აქ დროებით და ამისათვის არ არის საჭირო, რომ ძლიერი ინტეგრაცია გვქონდეს, ან ძლიერი კავშირები გვქონდეს... დღეს მე ასე ვხედავ.
მეუბნებიან, რომ ბაქოდან ხარ? აზერბაიჯანიდან ხარ? ჩვენ ძალიან გვიყვარს აზერბაიჯანი. მეთქი არა ხალხო, აქაური ვარ, და საქართველოს მოქალაქე ვარ ჩვეულებრივი.
პრობლემა რა არის ინტეგრაციის კუთხით?
ჩვენ არ ვსაუბრობთ პრობლემებზე არსებულ პრობლემებზე, სამომავლო გეგმებზე ერთად არ ვსაუბროთ.
ჩვენ დიალოგი არ გვაქვს.
ახლა რასაც ვაკეთებ ჩემი საზოგადოებისთვის, ვაკეთებ ჯერ ამ ყველაფერს ჩემთვის. ახლა ჩემი მთავრი საქმე არის ის, რომ რაღაცნაირად ვიყო მაგალითი, ჩემი ცხოვრებიდან მოვიყვანო ნიმუში, რომ აი ნახეთ, თქვენ ახლა ასე რომ ფიქრობთ, ადრე მეც ასე ვფიქრობდი.
სოფლებშ დავდივარ ხოლმე, ბავშვებს ვხვდები. ჩემი ინიციატივით მოხდა, რომ ყველა სოფელში სათემო ცენტრები არის, სადაც სემინარს ვატარებ, პატარა ტრენინგებს... რომ მოსახლეობა დაინტერესდეს უკვე ნელ-ნელა სწავლით, კულტურით...
უბრალოდ მინდა, რომ მათთვის ვიყო მოტივაცია. ქუჩაში რომ დავდიოდი, სახლში რომ მივდიოდი, აი ვიღაცეები მაკონტროლებდნენ. ეს ამბავი ხშირად იყო. ნუ გაუშვებ შენს გოგოს თბილისში სასწავლებლად, აი, ნახეთ, ის გოგო სწავლობს და გვიან მოდის სახლში, ხან ტაქსით მოდის, ხან სხვისი მანქანით მოდის...
ფაქტობრივად ამ არაფერმა არ გამაჩერა. უბრალოდ ერთი ოცნება მაქვს, რომ კარგად უნდა ვიცხოვრო, ბედნიერად უნდა ვიცხოვრო, რა თქმა უნდა, ამისათვის ვაკეთებ ამ ყველაფერს, თუ საზოგადოებას არ შევიცვლი - მეც ვერ ვიქნები ბედნიერი.
ბედნიერების მთავრი გასაღები საზოგადოება არის. ამიტომ, თუ საზოგადოებას შეცვლი - შენ იქნები ბედნიერი.