გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ანტისტიგმა ილუსტრირებული წიგნი-დღიური მოზარდებისთვის

“ფანჯარა საკუთარ თავთან” ილუსტრირებული წიგნი-დღიურია მოზარდებისთვის, რომელიც “ფსიქიკური ჯანმრთელობის მაგისტრთა ასოციაციამ“ 10 ოქტომბერს ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ორგანიზაცია “ფსიქიკური ჯანმრთელობის მაგისტრთა ასოციაცია” წარადგინა. ასე შეეცადნენ ბრაზთან, სევდასთან, შიშთან, დანაკარგთან გამკლავების სტრატეგიების შემუშავების ხელშეწყობას და ფსიქოგანათლების განვითარებას.

წიგნი-დღიური ერთი შეხედვით წიგნს ჰგავს, რომელსაც არ ჰყავს ავტორი, თუმცა ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მასზე მუშაობას დაიწყებს, თავად იქცევა მწერლად და შექმნის თავის ისტორიას, თავის წიგნს. წიგნ-დღიურს ჰყავს მთავარი პერსონაჟი, მეგზური, რომელიც მთელ ამ თავგადასავალში თან დაჰყვება პოტენციურ მწერალს. მისი მიზანია მოზარდებს მიაწოდოს ინფორმაცია სხვადასხვა ემოციურ მდგომარეობასთან დაკავშირებულ მართვის სტრატეგიებსა და მტკიცებულებაზე დაფუძნებულ ისეთ ტექნიკებზე, როგორიცაა: ემოციური რეგულაციის სავარჯიშოები, სუნთქვის ტექნიკები თუ საკუთარ თავზე ზრუნვის სტრატეგიები.   წიგნში, ასევე, თავმოყრილია მოზარდების მიერ შექმნილი მხატვრული ჩანახატები, რომლებიც ჰყვებიან ისტორიებს თუ როგორ უმკლავდებიან თავად ემოციურ სირთულეებს, რაც საშუალებას მისცემს სხვა მოზარდებს დაინახონ და იგრძნონ, რომ ისინი არ არიან მარტო და სხვებიც განიცდიან იმავეს. ჩანახატები შექმნილია მანანა ბეგიაშვილის ლიტერატურული სახელოსნოს მოსწავლეების მიერ.

ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა გადმოიწეროს წიგნი-დღიური, ონლაინ რეჟიმში გაეცნოს მას, იმუშაოს და დაწეროს თავისი ისტორია, რომელიც მასთან დარჩება. ეს იქნება ინტერაქციული პროცესი მწერალსა და წიგნს შორის.

ჩამოტვირთეთ წიგნი

___________________________
პროექტი ხორციელდება ფონდის “გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი”, ევროკავშირისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით.„ფსიქიკური ჯანმრთელობის მაგისტრთა ასოციაცია“ 2019 წელს სტუდენტებმა დაფუძნეს ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახენ საზოგადოებაში ცნობიერებისა და სენსიტიურობის გაზრდისა და სტიგმის დასაძლევად.


loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა