გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
00:00 / 

აქ ჩემი ტომი დგას | რეივერების მარში, 13 დეკემბერი, 2024. 

თბილისიდან წლების წინ წასული ყოველთვის იმ დროს ვბრუნდები, როცა აქ რაღაც ხდება. ან – აქ სულ რაღაც ხდება.

ჩამოვედი ნოემბრის ბოლოს და აქციებიც განახლდა. ერთხელ ფრენაც გადავდე, რადგან პროტესტს ვერ შეველიე. საბოლოოდ, წასვლა მაინც მომიხდა.

მანდ ყოფნისას, ჩვენს შესახებ სულ ასეთი რამ მესმოდა – აქციის ნახევარი გაიქცევა, რომ გაიგონ, როგორც თემი გამოვდივართ. მესმოდა, რომ ახლა ამის დრო არ არის. და რომ მაგის დროც მოვა. რომ კი, მიიღეს ეს ფაშისტური კანონი 2 დეკემბერს, რაც საშინელებაა, მაგრამ ახლა უფრო დიდი ომი გვაქვს მოსაგები და მერე ამასაც მივხედავთ. 

მოკლედ, როგორცაა. 

მე ვაგრძელებ ჩემი ტომის ძებნას. თბილისში. 13 წლის შემდეგ ისევ. და ვპოულობ ქლაბერებს. ქვიარებიც ქლაბერებთან ერთად იქნებიან მარშზეო, ერთმა. ასეც იყო. ამ ჩამოსვლაზე, როგორც იქნა, ვიარე ჩემს ტომთან ერთად. 

WE RESIST REPRESSIONS. არ შევეგუებით რეპრესიას. გვეწერა დიდ ბანერზე. 

მარში რუსთაველზე დასრულდა. აქცია გაიქცევა თქვენს დანახვაზეო, ხომ გვეუბნებოდნენ. ჰოდა, “მირბოდნენ” და “მივსდევდით” საქართველოს დიდი დროშით. არა, რა თქმა უნდა. 

რეივერების მარში, 13 დეკემბერი, 2024. 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა