გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ახალი ფილმი ნიქ ქეივის შესახებ

[[{"fid":"1752","view_mode":"default","fields":{"format":"default","field_file_image_alt_text[und][0][value]":"","field_file_image_title_text[und][0][value]":"","field_description[und][0][value]":"","field_description[und][0][format]":"filtered_html"},"type":"media","attributes":{"height":"559","width":"740","class":"media-element file-default"}}]]

Skeleton Tree – Nick cave and the bad Seeds -ის ახალი ალბომი 9 სექტემბერს გამოვა გაყიდვაში.  ერთი დღით ადრე კი, ფილმის მსოფლიო პრემიერა შედგება. One more time with feeling მხოლოდ ერთხელ, 8 სექტემბერს გავა მსოფლიოს კინოთეატრებში, მათ შორის საქართველოშიც - ჩვენება თბილისი მოლის კავეას კინოდარბაზში, ინგლისურ ენაზე  გაიმართება და საღამოს 9 საათზე დაიწყება.

სამწლიანი პაუზის შემდეგ, ქეივი ახალ ალბომთან ერთად 3D-ში გადაღებულ დოკუმენტურ ფილმსაც წარმოგვიდგენს, სადაც ამ ალბომზე მუშაობის პროცესია ასახული. One more time with feeling-ის რეჟისორი ავსტრალიელი ენდრიუ დომინიკია, ქეივის დიდი ხნის მეგობარი. ფილმის მნიშვნელოვან ნაწილს სწორედ მისი და ქეივის დიალოგები შეადგენს. 

Skeleton Tree  Nick cave and the bad seeds-ის მეთექვსმეტე სტუდიური ალბომია და დიდი ალბათობით ეს ერთ-ერთი  ყველაზე სევდიანი, ღრმა და განსხვავებული ნამუშევარი იქნება. გასული წლის ზაფხულს, ნიქ ქეივს 15 წლის შვილი დაეღუპა, არტურ ქეივი ინგლისში, ბრაიტონში კლდიდან გადავარდა. „რა ხდება მაშინ, როცა კატასტროფული მოვლენის მომსწრე ხდები და უბრალოდ იცვლები?  როდესაც სარკეში იყურები, ხედავ ადამიანს, რომელიც ოდესღაც იყავი,“- ისმის ქეივის ხმა ფილმის შავ-თეთრ ფერებში გადაწყვეტილ თრეილერში. 

„ყველაზე საინტერესო დოკუმენტურ ფილმზე მუშაობისას ისაა, რომ ამისთვის წინასწარ ვერ მოემზადები. წარმოდგენა არ მქონდა, რა გამოვიდოდა. ეს სრული იმპროვიზაცია იყო. არავითარი გეგმა არ გვქონია, ვიცოდით მხოლოდ ის, რომ სიმღერების ჩაწერა უნდა გადაგვეღო, - ამბობს რეჟისორი.

მეგობრები თავიდანვე შეთანხმდნენ, რომ დომინიკი გადაიღებდა ყველაფერს, თუმცა ბოლოს, ფილმში არაფერი მოხვდებოდა ისეთი, რასაც ქეივი არასათანადოდ ჩათვლიდა. რეჟისორს უნდა დაეცვა ზღვარი და ისე მოეყოლა ისტორია ქეივზე, რომ მუსიკოსის ტრაგედია სანახაობად არ ექცია.

ფილმს, მთელ მსოფლიოში, მხოლოდ ერთ დღეს, ათასამდე კინოთეატრში ნახავენ. სავარაუდოდ ეს ერთადერთი შანსი იქნება მისი დიდ ეკრანზე ნახვის, რადგან ავტორებს განსაკუთრებული კომერციული მიზნები არ აქვთ. როდის გამოჩნდება ნამუშევარი ინტერნეტში ჯერეჯერობით უცნობია. რვა სიმღერისაგან შემდგარი ალბომი Skeleton Tree კი, პირველივე დღიდან ხელმისაწვდომი იქნება ონლაინაც, ასევე გაიყიდება ვინილის და დისკის სახით.

 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა