ბოლო მტაცებელი, რომელიც ზოოპარკის გარეთ იძებნებოდა
15.04.2019ესტაკადის მშენებლობისას ზოოპარკში გამოკეტილი მაიმუნები უწყვეტად კივიან. რა აწუხებს გალიაში გამოკეტილ მაიმუნს და რისი ნიშანია მისი ღრიალის გამო ჩვენი თეთრად გათენებული ღამეები?
ჩემი სიზმრების წიგნში ასეთ ჩანაწერს ვპოულობ: „03.12.2011 …გუშინ მესიზმრა რაღაც სახლი ქალაქგარეთ. არ ვიცი, თბილისი იყო თუ არა, მდინარე იყო და საღამოს რაღაც ღონისძიება იყო დაგეგმილი. უცებ მდინარე ადიდდა და რაღაცები წაიყოლა. მათ შორის ცხოველები“…
ცირკთან გადაღებულ ფოტოზე მე და ჩემი ძმა ნაცრისფერი ფერის ლურჯთვალა პლასტმასის ირემზე ერთმანეთის გვერდით ვსხედვართ, მეც ლურჯი ზედა მაცვია და წონასწორობას რქებზე მოჭიდებული ხელით ვიცავ, სივრცეში ვიყურები, სადღაც თერთმეტსართულიანის მიმართულებით.
იმ სახლში ერთადერთხელ, 2001 ან 2002 წელს მოვხვდი. შუქი ჯერ კიდევ ხშირად ქრებოდა, ლიფტში ჩაჯდომა საშიში იყო, ფეხით ავედით. მეგობარმა წამიყვანა მკერავთან. ვერც ვიხსენებ, რა შევიკერე.
მკერავი ბოლო, მეთერთმეტე სართულზე ცხოვრობდა. ბინაში ხალხი ირეოდა, რაღაცნაირი მბჟუტავი და ყვითელი განათება ჰქონდა, ყველგან ნაჭ