ჩაკ ნორისი, 26 წლის | მე ვთამაშობ
მამაჩემი ხშირად თამაშობდა. სახლში თამაშს სულ ვხედავდი.
სკოლაში ოც და ოცდაათ ლარს რომ მატანდნენ, ბუფეტში არ ვჭამდი და ბილეთებს ვდებდი. ბევრჯერ წამიგია, ბევრჯერ მომიგია. მერე კლასში დავიწყე, ბიჭებო, დავდოთ და რაღაცა. ონლაინ ვთამაშობდი. რეგულაციებამდე არ იყო პრობლემა ფულის გამოტანა. მერე გახადეს პრობლემა. რეგულაციების მერე, იმ ფულს ვინმე სრულწლოვანთან პოკერში წავაგებდით და იმის ანგარიშით გამოგვქონდა.
სკოლაში, კლასში ვიკრიბებოდით, ჩამოვწერდით თამაშებს, დავდებდით ბილეთს. თუ მოვიგებდით, ვიყოფდით. ვბალეშიკობდით. ხან რესტორანში ვუყურებდით, ხან ჩემთან. თან მშობლებსაც არ უნდა გაეგოთ, არასრულწლოვნები ვიყავით და გაგვიტრაკებდნენ. მერე როცა გაართულეს, ვინმე სრულწლოვანის ექაუნთით ვთამაშობდით, ვინმეს იპოვიდი უბანში რა, ან ვინმეს ძმას, ვინც უკვე მე-12 კლასში იყო და ასე შემდეგ.
მერე გადავედი რულეტკაზე. მერე სლოტებზე.
თან მეზიზღება თამაში, თან მიყვარს.
ბევრჯერ ნოლზე დავრჩენილვარ. მეგობარი რომ ცხრაას ლარზე მუშაობდა, ჩემთვის ეს ცხრაას ლარი გაირბენდა და გამოირბენდა ერთ წამში, ერთ ბეთში. ვიღაცის ხელფასი ჩემთვის ერთი ბეთი იყო.
ფულს ხან მშობლებისგან ვჩითავდი, ხან ბიჭებისგან, წრეში ბევრი მოთამაშე გვყავს. ონლაინ ვთამაშობთ ძირითადად. ზოგჯერ კაზინოშიც დავდივართ ხოლმე. ბიტკოინ კაზინოებიც არის, გაცემა უფრო მეტი აქვთ. ბიტკოინში თამაშობ და შედარებით მეტს იგებ. მაგრამ, ათი მაგდენსაც აგებენ. ისეთ დღეში მინახავს ჩემი მეგობრები. სხვის ფულს რომ კიდებენ ხელს და აგებენ. ჩემს მეგობარს ჩაურიცხა გამოსატანად ერთმა თორმეტი ათასი, გავაპლიუსებო და ითამაშა. შავ დღეში დამადგა, მომკლავსო. გამოიძრო, ისესხა და დაუბრუნა. ისევ ოჯახი გეხმარება მაგ დროს. გვკლავენ და მართლა უკანასკნელი მომენტი როა, თუ აქვთ საშუალება, მშობლები გაძლევენ ისევ.
მეც წამიგია სხვისი ფული. ერთადერთი გამოსავალი ისევ ოჯახია. მაგ დროს სხვა ვინ დაგეხმარება. დედაჩემმა არ იცის რომ ისევ ვთამაშობ, თორემ საშინელება მოხდება.
ზაფხულია და სახლში ვარ მარტო, ხშირად არ მტოვებენ ხოლმე მარტო. ვთამაშობ, ვთამაშობ, ვთამაშობ. რა დონეზე იცი? ტელევიზორი დავალომბარდე, ორი თვე ტელევიზორი არ მქონდა. ტელეფონი დავალომბარდე, სამი კაცი მოვიყვანე, მაცივარი გავიტანეთ სახლიდან. ოთხას ლარად ვალომბარდებ, ოთხ ცალ ას ლარიან ბონუსს ვყიდულობ და ნოლ ლარს წერს. ფსკერზე ვარ, სახლში მოვდივარ, მაცივარი არ მაქვს, ტელევიზორი არ მაქვს, ტელეფონი არ მაქვს. ჩემებმა არ იციან. ერთ კვირაში უნდა ჩამოვიდნენ. ჩამოვიდნენ და სახლი დახვდათ ცარიელი. მაინც მაგათ გამოიტანეს ყველაფერი. ოჯახი ყველაფერს გპატიობს, ეგეთ რაღაცეებს სხვა არავინ არ გაპატიებს.
ყოველდღიური ფულისთვის ვთამაშობ, მაგის იმედი არ მაქვს, რომ უცებ გამივარდება. მაგრამ, თან მაინც მჯერა, სამი პროცენტით, რომ როგორც ვიღაცას დაეცა ოთხასსამოცდაათი ათასი დაეცა, მეც შეიძლება დამეცეს.
ეხლა ძირითადად ტოტალიზატორს ვთამაშობ, ალგორითმებზე არა, გუნდებზე ხარ დამოკიდებული. ხანდახან სლოტებშიც და რულეტკაშიც შევირბენ ხოლმე.
თეატრალური დავამთავრე, კინომცოდნეობა. მსახიობობაზე მინდოდა, ძაან დავაგვიანე და კინომცოდნეობა ავირჩიე და მოვხვდი. ბარემ ბოლომდე მივაწექი, დავამთავრე. საინტერესო იყო, მაგრამ საქართველოში ეგ პროფესია არაფერში არ გამომადგება. შემოსავალი ნოლი, ოთხას, ხუთას ლარზე უნდა ვიმუშაო და მაგ ოთხას ლარს თამაშით ერთ ბეთზე გავდივარ ხოლმე და აზრი არა აქვს. სტიმულს მიკარგავს, რომ მაგ თანხაზე ვიმუშაო.
ვმუშაობდი ოფისებში hr-ად. ქოლ ცენტრებში. ოღონდ მე არ ვრეკავდი, თავზე ვედექი ტიპებს და ვაკონტროლებდი. მთელი მთავრობა მაგით ირჩენს თავს. დღემდე, ოფისებია ყველგან გახსნილი. სამი ოფისი მეც ვიცი, ეხლა სადაც მუშაობენ და რეკავენ. ბაზაა - სახელი-გვარი იცი, ელ-ფოსტა იცი, რამდენი აქვს წაგებული ესე სქამერობაში იცი. პირდები, რომ ჩვენთან ჩადე ფული და მოიგებ. ვიღაც საწყალ ტიპს ერთი ასი ათასი რომ აქვს წაგებული, შენ იმედს აძლევ რომ ამ ფულს ამოაგდებს, ჯერ ადებინებ ხუთი ათასს, მინიმუმ ფულს, მერე ევაჭრები, რომ ეს ხუთი რომ დაუბრუნდეს, ათი ათასი უნდა ჩადოს და ესე მიყვება მთელი პირამიდა და წველი და წველი. საიტები გაქვს, იქ რასაც გინდა დაუწერ, შემოდის და ნახულობს რომ ხუთი კი არა, უკვე თხუთმეტი აქვს. არაფერი არ აქვს სინამდვილეში, ვერ გაქქვს. რას გაიტანს, არც არ აქვს, პროსტა რიცხვები წერია. ეუბნები, გატაან თუ გინდა, პროცენტი უდნა შეიტანო. ამასობაში იმდენს დებს, რომ ძალიან ბევრს კარგავს.
ამერიკაში დარეკვის უფლება არა აქვთ, უმეტესად გერმანიაში, ბრიტანეთში, ავსტრალიაში და კანადაში რეკავენ.
მე არასდროს არ დამირეკია. მე ზარებს ვისმენდი, თავზე ვედექი, ვიღაცას ეზარებოდა, ის, ეს. ვაკონტროლებდი. ტიპების მიყვანა მეხებოდა, ტიპები ძაან ჭირს რომ მიიყვანო, თან სანდო ადამიანები, რო არ იტლიკინოს ბევრი.
ამ წამსაც მეგობარი რეკავს და მუშაობს. K-ს შეტენეს პროსტა ყველაფერი. კი, K-მ მოხოდა, ყველაზე ბლატნოი იყო მაგ ამბავში, სვიაზები ჰქონდა. K-მ ასწავლა ამათ, ჩვენს მთავრობას და ამათმა მიდი. იმხელა ფული შემოდის მაქედან, მაგდენი ფული არაფრიდან არ შემოდის. მილიარდობით დოლარზეა საუბარი.
მომბეზრდა ბოლოს, ტვინის ბურღია. ტიპები მიიყვანე, იმათმა იჭიჭყინონ, დამღლელი საქმეა. ვიღაცეები მიყვანილი რომ მყავს, თავიანთი ხელფასებიდან წილები მაინც შემომდის, ორასი, სამასი დოლარი, პროსტა, არაფერს არ ვაკეთებ.
ყველაზე სიგიჟე იყო, ამ ოფისების თემაში ვართ. ჩემი მეგობარი მაგარი მოთამაშეა. მე მივიყვანე ოფისში, მაგარი მრეკავია. ბაითზეა ოფისი, ახალი გახსნილია, სულ ოთხი კომპიუტერი დგას. ტიპი მირეკავს, კაროჩე, ბებერო, მაგარ ყლეობაში ვარ, სამი კომპიუტერი წავიღე და დავალომბარდეო. კვირა დღეა, ორშაბათს ოფისი იხსნება. ერთი ტელევიზორი დარჩა და შენთან ერთად ვითამაშებ, თუ წავაგე, ყველაფერს ჩემ თავზე ვიღებო. აუ, მეთქი რა გააკეთე, მოვდივარ. ვაძლევ უფლებას ეს ტელევიზორიც წაიღოს, აზრი აღარა აქვს. ტიპებს რა უნდა ვუთხრათ არ ვიცი, ტელევიზორი მიგვაქვს, ვალომბარდებთ, მივდივართ სათამაშოდ. ავიატორში ვუშვებ როგორ ფსონს იცი, ორმოცდაოთხი ლარი აქეთ, თექვსმეტი ლარი იქით. გადავედი facebook-ზე ვმესიჯობ, გადმოვედი, ორმოცდაოთხ ლარს სამიათას ლარზე ვხსნი, თექვსმეტ ლარს ხუთასზე, მთლიანობაში შვიდი ათასი მოვიგეთ. ყველა კომპიუტერი გამოვატანინე, მეორე დღეს ოფისი გამართული იყო. გამოვაძვრინე პროჭიდან. ყოფილა, თამაშს გადავურჩენივართ კიდეც.
ბოლო ექვსი თვე არ ვთამაშობდი. დიდი ხანი რომ არ ვთამაშობ, იღბალი მიბრუნდება, ეხლა ბილეთს ბილეთზე ვსვამ ერთი კვირაა, სულ რაღაცას ვიგებ. წავაგებ ერთი სამჯერ და მერე სტოპს ავიღებ.
რო წავაგებ რაღაც ფულს, ვაფშე ყველაფერი მიტრუხდება, თავიდან ნოლიდან იმდენი წვალება და კაროჩე დამღლელია. რაც გაიარე, იგივე გზის გავლა, ყოველთვის დამღლელია. მაღაზიაში ჩასვლისას წამიგია ათას ორასი ლარი, ზუსტად ორმოც მეტრში. წკაპ, წკაპ, წკაპ, აქედან იქამდე ნოლი ლარით მივსულვარ.
ეხლა უკვე ვიცი, როგორ უნდა ვითამაში და ბოლომდე არ გავიწირო რა. ყველაზე ცუდი მომენტია, როცა აგებ და იმენა ჯინი გაქვს, აი ძალით წამიგია ცხრაასი ლარი რომ მიდი, მიდი შეჭამე. აღარ გაინტერესებს ეგ ფული, ხუთი ათასიდან ცხრაას ლარზე რომ ჩამოდიხარ ძალით აგებ რომ სულ ნოლზე დარჩე და ნერვები აღარ მოიტყნა.
მერე ზიხარ, მთელი ღამე ვერ იძინებ, მერე დაიძინებ როგორმე, გაიღვიძებ, ცოტა ხანი, ერთი კვირა მოწყენილი და მერე თავიდან, მეორდება და მეორდება.
ბოლომდე დანებება მაინც არ გადამიწყვეტია. ჯერ ახალგაზრდა ვარ. ის დროც მოვა, რომ ბოლომდე გავაჯმევინებ, მაგის ნებისყოფა მაქვს.
მეზიზღება თამაში. ზოგჯერ იმენა მეზიზღება. მოგება არის ჩემი მიზანი, ფული. მარტო ეგ. დაწეროს რაღაცა და ეგრევე გამომაქვს.
დრაგის ფულისთვის ბევრჯერ მითამაშია. მაგრამ დაზღვეული მქონდა, იმხელა სამეგობრო მყავდა, დრაგს მაინც ვინმე მომცემდა და არ ვნერვიულობდი.
ჩარიცხული ფულიც გამიორმაგებია. რაღაც ფული შეკრულა და უცებ გადამითამაშებია. ეხლა მაგრად ვნანობ და ჩემი თავი მეზიზღება. ტიპს რა უნდა უთხრა, ის ფული რომ გაქრეს? წავაგეს ვერ ეტყვი, იმიტომ რომ არ მოსულა. რამდენჯერ წამიგია. ისევ ოჯახი, სხვა გზა არაა. ან ძაან ახლობელი ძმაკაცი, ვისი იმედიც გაქვს რომ არ გაგიბაზრებს. ეგეთი რაღაცის გაბაზრება, თბილისში არ მოსულა, ვიღაცის ფული წააგე, რა პონტია.
მარტო მიყვარს თამაში. გამთვალე, რატო მიყურებ, ცუდი თვალი გაქვს სულ არის თამაშის დროს. სხვისთვის გადაბრალება მჩვევია. წავაგებდი და სულ ვიღაცას ვაბრალებდი. სულ სხვას ვაბრალდებდი, ჩემი თავის გარდა. ყველა მოთამაშე ეგრეა, როცა თანხას წააგებს, ვიღაცას ან რაღაცას აბრალებს, თავის თავს არასდროს არ აბრალებს. სულ რაღაცის ან ვიღაცის ბრალია.
ღმერთთან ურთიერთობაც მაგის ხოდზე გამიტრუხდა, ღმერთო გთხოვ ეხლა ჩააგდე, ღმერთო, გთხოვ ეხლა ის ქენი, ღმერთო, გთხოვ ეხლა ეს ქენი, არ მოსულა, ძაან ვნანობ. თამაშების მერე რწმენას რაღაც ხოდზე ძაან დავუბრუნდი. რაღაცის რომ არ გწამს, ძნელია ცხოვრება.
მერე ღმერთს აღარ ვრევდი ეგეთ რაღაცეებში და წმინდა ნიკოლოზს ვაწუხებდი, სურვილების ამსრულებელი წმინდანია. გუშინწინ ორი კუთხური იყო, მიწერია ცხრა და მეტი. პირველ ტაიმი მორჩა ორი კუთხურით, მეთქი წავაგე-მეთქი, კარტოფილს ვჭამ და ხუთ წუთში შევდივარ, მეორე ტაიმია, შვიდ კუთხურზეა ასული და მეთქი, წმინდა ნიკოლოზ, ცხრა კუთხურზე მეტი, გთხოვ და წამოიღო, დედას ვფიცავარ, დაჯდა. მაგრამ, ვაწუხებ ძაან. ვაწუხებ ძაან და ამდენი შეწუხებაც არ მოსულა.
ოცი წლის რომ გავხდი ყველა სესხი ავიღე, ვიხდიდი, ვიხდიდი, ვიხდიდი, ბოლოს მივხვდი რომ აზრი არ ქონდა. ყველა ბანკში გავშავდი თამაშის გამო. ამ ბოლო დროს დავიწყე ვალების გადახდა. ყადაღა რომ მომიხსნან, ათასი ლარი დამრჩა. შვიდი ათასი ლარის ვალი გადავიხადე ამ ერთ თვეში. ძმაკაცის ბანკის სესხი მაქვს ოთხი ათასი ლარი დარჩენილი და სამიათას ხუთასი ლარი მაქვს კიდევ ერთი სესხი. ეგ არის და ვსიო, ამოვალ ვალებიდან და აღარ ვაპირებ. თამაშის გამო სესხს მართლა აღარ ავიღებ. ადვილად მაძლევდნენ, ეგეთი რაღაცეებიც გვარდებოდა. არასწორ რაღაცას ჩაწერდი, ვითომ სადღაც მაღაზიაში ვმუშაობ. ხელზე თუ იღებ ხელფასს, სამუშაო პროცესში ფოტო ჩააგდეო tbc ბანკმა, მივედი მაღაზიაში, ფოტო გადავიღე და ჩავაგდე.
იმ დროს მიკროსაფინანსოებიც ადვილად იძლეოდნენ. ყველა ადვილად იძლეოდა, აწყობდათ და იმიტომ.
პერსპექტივა არ არის. რომ ვიმუშაო, უნდა ვიმუშაო ცხრაას ლარზე, ათას ლარზე. არ ვიმუშავებ, ჩემთვის მართლა არაფერს არ ნიშნავს ეგ ათასი ლარი და ის წვალება რაც უნდა გავიარო იმ ერთ თვეში.
ძაან ცუდ ხასიათზე რომც იყო, თამაში ძაან კარგ ხასიათზე დაგაყენებს. დიდ ენერგიას გაძლევს, მაგრამ ბევრ რამესაც კარგავ. თამაშის მერე განცდებს კარგავ, რაღაცეები გიტრუხდება. ფულს რომ აგებ, გგონია, რომ უნდ დაიბრუნო ის ფული. დაზამასკებული უფრო აგებ. მოჯადოებულ წრეში იჩითები.
ფულს მოიგებ და უკვე უეჭველი დამოკიდებული ხარ. დამწყებებს ყველას აგებინებენ. ტიპებს ვარეგისტრირებდი, გაცემა მეტი აქვს და შვიდას, ექვსას ლარს ესროდა, მეტს არა. დიდ ფულს არ გესვრის. ან ბევრი ფული თუა წაგებული ექაუნთზე, უეჭველი მოგაგებინებს რომ თამაშს თავი არ დაანებო.
არაფერი, იდიოტობა. ალგორითმებზე ხარ დამოკიდებული. ადრე თუ გვიან ჩააგდებს, როდის არავინ არ იცის.