ჭამა სმის მუზეუმი | გიორგი იოსავა
28.01.2021ეს არის აშკარად დაავადება, როგორც მივხვდი, არ იკურნება. მართლა ვერთობი და ბევრ რაღაცას მაძლევს.
Ჩემი დიდი ბებიის ნივთებს სულ ვათვალიერებდი, ვალაგებდი, ვახარისხებდი, Ძალიან მაინტერესებდა.
მაგრამ სტუდენტობის პერიოდში პირველად დავიწყე მშრალ ხიდზე სიარული. აქ რუსული ასოებია დ და უ, ანუ სასულიერო სასწავლებელი, თუ დავამტკიცე, რომ ეს გორიდან არის, შესაძლოა სტალინიც ჭამდა ამ თეფშიდან. Რასაც გამწარებული ვეძებ, ეს არის ძველი მზარეულების სურათი.
ეს მენიუ არის ასი წლისთავი საქართველოს შეერთების რუსეთთან. მხატვარი არის შმერლინგი. და რა ვიცი, ამ მენიუში ყველაფერია ჩადებული, ჩვენი ქვეყნის ტრაგედიაც და ისტორიაც. ეს არის ერთი ოჯახიდან წამოღებული ტალონები, პირველი თარიღდება 1932 წელს და ბოლო, ალბათ, 1994 წელს. მე რაც მაინტერესებს კიდევ არის ის, თუ როგორი იყო საუკუნის დასაწყისში ნივთი და მერე როგორი გახდა. მაგალითად, ხელსახოცები.
ვითომ ხომ ისეთი არაფერია, ნაგავში მიდიოდა, მაგრამ შეხედეთ როგორი დახვეწილი ფორმები ჰქონდა? თან ბრენდირებული იყო. აი, წერია საკონდიტრო ტიფლისი და ეს ხელსახოცები ბევრს ახსოვს ალბათ, ეს არის საბჭოთა პერიოდის, საქართველოში წარმოებული, სხვათა შორის. აი, შეადარეთ. ესეც საინტერესო ატესტატია, მცხობელის. ეს ზუსტად დამოუკიდებლობის პერიოდში გამოცემული ატესტატი, ყველაზე სასაცილოც და საინტერესოც არის ის, რომ უნარებში წერია რუსული პურის და მჭადის გამოცხობა. აი, ასე უწერია დიპლომში.
Მე პირობითად დავარქვი ჭამა-სმის მუზეუმი, მაგრამ რეალურად აქ საქართველოს ოკუპაციის ისტორია ჩანს, თუნდაც ამ თეფშებში, ნივთებში. Რომ გაიგეს მუზეუმისთვის მინდა, უკან დამიწერეს: სვეტა და ზაზა ნავთლუღიდან. ეს ნაომარი დანებია. გული მწყდება, ძველი რესტორნები რაც გვქონდა, ვერცერთი ვერ შევინარჩუნეთ. უბრალოდ ისტორიისთვის და სათქმელად რომ აი, გვქონდა ასი წლის წინ. ვენაში ან პარიზში თუ წახვალთ, იქ შეგიძლიათ ნახოთ ასწლიანი კაფე. თბილისს ისეთი კულტურა ჰქონდა რესტორნების და ვერცერთი ვერ შევინარჩუნეთ. ლაღიძის წყალი ვერ შევინარჩუნეთ ნორმალურად.