ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #მუსიკა

ჩემთვის ეს მომავლის მუსიკაა | DJ NEWA

კლუბში არ დამიკრავს ერთი წელია ზუსტად. მეცადინეობ შენთვის, მუსიკას აკეთებ, უკრავ, მაგრამ ეს თუ კლუბში არ დაიკრა, ეს თუ ხალხმა არ მოისმინა, ისე რაღაცნაირად კარგავ აზრს, მოტივაციაც აღარ გაქვს, რომ გააკეთო რაღაცეები.

მერე მომიწია ადაპტაცია ამ ყველაფერთან იმიტომ, რომ მე ჩემი შემოსავლები გამომელია, შესაბამისად, მომიწია თავიდან, ვთქვათ, რამდენიმე ინსტრუმენტის გაყიდვა. მერე უკვე მოვიფიქრე, რომ უნდა ვასწავლო დიჯეინგი და ამითი რაღაცნაირად გადავრჩე.

ხმის ძიებამ სადღაც შემიყვანა და მეც მივყვებოდი ამ დინებას, როგორც ამის მონაწილე. ამ ჟღერადობის ძიება დღემდე გრძელდება.

სრულყოფილი ტრეკი ჯერ მგონია, რომ არ დამიწერია. ინსპირაცია ყოველთვის იყო ჩემთვის ჩემი ემოციები. რატომ მოდიოდა კონკრეტული ემოცია ჩემთან მაგას ვსწავლობდი მუსიკის კეთებას ერთად. უფრო ძაან ცოცხალი პროცესია.

შენ და იქ დამსწრე საზოგადოება ერთ ტალღაზე ჯდებით, ასე ვთქვათ და ერთად აკონტროლებთ ამ ღამის განმავლობას. როგორ შეიცვლება ეს ღამე, საითკენ წავა.

კლუბ კულტურა და კლუბური სოციუმი ანუ თვითონ ადამიანების ერთობა იმდენად გამოირჩევა თუნდაც ემპათიით, თუნდაც ისეთი დამოკიდებულებებით ერთმანეთის მიმართ, რომელიც სრულიად გამორიცხავს ეგოიზმს. ზოგადად, ღამის მიზანიც, ჩემი აზრით, ეგ არის, რომ ყოველ ღამე ჩვენ მივიდეთ იმ გადაწყვეტილებებამდე, რომ ჩვენ ვართ ერთნი.

ეს არის რთული მისაღწევი. ყოველ ღამე ეს არ ხდება.