გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

წიგნიდან თბილისური კოლექცია, ავტორი ნოდარ სუმბაძე

ვუყურებდი ძველი თბილისის თანდათანობით გაქრობის პროცესს და მომინდა მეჩვენებინა ეს წარმავალი სილამაზე.

სოლოლაკი, მთაწმინდა, ავლაბარი, ვერე, კალა, ჩუღურეთი ამ უბნებში დავდიოდი და ვარჩევდი სახლებს, რომლებიც მომწონდა.

შუშაბანდები და აივნები ეზოს მხარეს. ეს მე-19 საუკუნის ბურჟუაზიული სახლებია თბილისში. ეს არის თბილისზე შეყვარებული მოხეტიალე ადამიანისა და პატარა კამერა PANASONIC-ის ურთიერთთანამშრომლობა. ძველი ქალაქის სევდიანი აწმყოს დამადასტურებელი დოკუმენტი. თბილისი იყო და დარჩა აღმოსავლურ-დასავლურ, ევროპულ-აზიურისა და ქართულ-მუსულმანური ტრადიციების ერთიან სტილში გადადუღების მექანიზმად, სტილში, რომელსაც თბილისური სტილი ჰქვია. 

გამოყენებულია ნოდარ სუმბაძის "თბილისური კოლექციიდან" ფოტო და ვიდეო მასალა.
loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა