გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

წმინდანები – რელიგიური მეხსიერების ინფლუენსერები


სანიმუშო და მისაბაძი სახეობა ადამიანისთვის ადამიანი თავიდანვე არ ყოფილა. პირიქით, მისი ხელით შექმნილი და უძველესი პერიოდიდან შთენილი გამოსახულებები თუ ნამარხი ნაკეთობები გვიჩვენებენ, რომ იგი თავიდან შურით შეჰყურებდა ცხოველთა გამორჩეულ უნარებს, მათ პროფილურ დახელოვნებას და თვითონაც ოცნებობდა, ყოფილიყო ასეთივე თვისებების, ჰქონოდა ასეთივე ორგანოები.

მერე, განვითარების რაღაც ეტაპზე, ადამიანმა გააცნობიერა, რომ სწორედ ეს „უმბუმბულო ორფეხა არსებაა“ (როგორც მას პლატონი (427-347წწ.) უწოდებდა) ღვთიურთან წილნაყარი, რადგან იგი ყველა დანარჩენ ცოცხალ ორგანიზმზე გონიერი, მოქნილი, შემგუებელი, საზრიანი და, რაც მთავარია, ტელეოლოგიური ბუნებისაა: ანუ დროის სამივე განზომილების გააზრება განგრძობითად, უსასრულობისკენ მიმართული სახით შეუძლია. ადამიანმა გაიაზრა, რომ მისი ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული სხეულია ყველაზე უნიკალური ორგანიზმი, რომლისგანაც ნებისმიერი რამ შეიძლება გამოძერწო; მისით სტიქიებიც კი შეიძლება დაიმორჩილო.

ამ პერიოდიდან ადამიანი საკუთარ თავს აღარ გამოსახავს

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა