გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ცოლი | თაზო ნიშნიანიძე

„ქაოსია“, – ვთქვი ჩემთვის და სესილისკენ თვალი გავაპარე. მეგონა ჩემს ნათქვამს შეიმჩნევდა და დამეთანხმებოდა, მაგრამ მას თითქოს არც კი გაუგია, ან რას გაიგებდა ამ ქაოსში. იდგა პიანინოსთან. მისი მეგობარი საოცრად უნიჭოდ აფათურებდა ხელებს კლავიშებზე და ამით ლომის წვლილი შეჰქონდა ოთახში გამეფებულ ხმაურში. სიგარეტი არ მიყიდია. თავის დანებებას ვაპირებ, მაგრამ აქ ამ სიტუაციაში, აბა, როგორ? მაგიდაზე მიყრილი სიგარეტის კოლოფებიდან საუკეთესოს ვარჩევ. ბედი არ გინდა? ცარიელია! არა უშავს, ისევ ამ წითელ მალბოროს მოვწევ. ვუკიდებ და იმხელა ნაპასს ვურტყამ, რომ პირი ემსგავსება ბოლით სავსე სცენას, რომლის ცენტრშიც მიკ ჯაგერივით მომართულა ჩემი ენა, დიდი სიამოვნებით მოვათავსებდი მას სესილის პირში, მაგრამ ის არც კი მიმჩნევს.

ოთახში ათიოდე ადამიანია. თითქმის არავის ვიცნობ სესილის გარდა, მაგრამ ისიც ისე იქცევა, თითქოს არ მიცნობს. ვიღაც მთვრალი ტიპი მიახლოვდება.

– შენ შოთიკოს ძმა ხარ ხო, ბრატ?

ისეთი დარწმუნებულია, რომ ვეჭვდები, ხომ არ მყავს ძმა, ხომ არ ჰქვია მას შოთიკო, მაგრამ ვერავის ვიხსენე

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა