გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

დათო ჯიშკარიანის სათქმელები | ეპიზოდი 06

ებრაული წარმოშობის გერმანელ-ამერიკელი ფილოსოფოსი, ჰანა არენდტი დაესწრო ნაცისტური რეჟიმის ყოფილი მაღალჩინოსანისა და ჰოლოკოსტის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ადოლფ აიხმანის სასამართლო პროცესს. „აიხმანი იერუსალიმში – ანგარიში ბოროტების ბანალურობაზე“ - ასე ჰქვია ჰანა არენდტის წიგნს, რომელიც ამ სასამართლო პროცესსა და, ზოგადად, ტოტალიტარიზმის თეორიაზე გვიყვება.

დათო ჯიშკარიანი პოდკასტის ახალ ეპიზოდში ბოროტების ბანალურობის კვალდაკვალ კიდევ ერთხელ გვიყვება ქართველი ჩეკისტების შესახებ - როგორი იყო მათი ყოველდღიური ცხოვრება, ოჯახი, მეგობრები, ურთიერთობები; როგორ იცვლებოდა მათი სტატუსი და დამოკიდებულებები დროის ცვლასთან ერთად - ლავრენტი ბერიას დაპატიმრებისა თუ კომუნისტური პარტიის მე-20 ყრილობაზე სტალინის პიროვნების კულტის გაუქმების შემდგომ პერიოდებში.

ამ ეპიზოდშივე დათო ჯიშკარიანი პასუხობს ჩეკისტების შესახებ ჩაწერილი ერთ-ერთი წინა ეპიზოდის ქვეშ დატოვებულ შეკითხვებსაც.

დათო ჯიშკარიანის სათქმელები - პოდკასტი ამბებზე, წიგნებსა და წარსულში მომხდარ მოვლენებზე

ეპიზოდი 06 - ავტობიოგრაფიები საბჭოთა კავშირში

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა