გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

დაუსრულებელი მოლოდინის მონუმენტი | თამუნა ჭაბაშვილი

ეძღვნება 1990-იანი და 2008 წლის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ოჯახებს.

ჩვენი მეხსიერება ხომ საკმაოდ ფრაგმენტულია და აქ, პრინციპში, როდესაც ადამიანი ანუ სხეული არ არსებობს, გიწევს სულ მეხსიერებაში, მოგონებებში ტრიალი და ამ ინფორმაციის, ასე ვთქვათ, გადააზრება და შემონახვა. 

მოგონებები, რეალურად, ამ ადამიანებს თან დააქვთ ანუ თვითონ არიან როგორც არქივი ანუ სცეულები, როგორც არქივები.

სურვილიც, რომ მოყვე და გაუზიარო და არ იღლები ამით იმიტომ, რომ მართლა საათები შეუძლიათ, რომ ისაუბრონ ამაზე, ალბათ, იმიტომ, რომ არ დაგვავიწყდეს. იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი, რაც აქვთ.
ამიტომ ეს კოლაჟებიც ესე ფრაგმენტულად არის აწყობილი. ტექსტიც ასე ფრაგმენტულად არის აწყობილი და პრინციპში, ტექსტიც იმიჯია, იმიჯიც ტექსტია და რაღაცნაირად ამ მთლიანობას ქმნის. 

აი, ამ ინფორმაციაში, რომელიც შევსებულია, ვინ სად დაკარგა და როდის ყოველთვის ფიგურირებს ხე ანუ ტერიტორიულად ხო, ხესთან, ხიდან მოშორებით ანუ ხე ყოველთვის იქ არის.

ტყის და ხის ეს ლაბირინთივით სივრცე, რომელი თან შიშს, ჰგვრის მაგრამ ამავდროულად გიცავს.

ამ ხეზე მერე გადავწყვიტე, ესე ვთქვათ, შემება მე თვითონ ეს წინადადებები, რომელიც საუბრობს სხვადასხვა განცდებზე. ერთ-ერთი მაგალითად, რომელიც ძალიან საინტერესო იყო აი, ეს გამომშვიდობების. 

ბოლოს როდის ვნახე ის ადამიანი და როგორ მკაფიოდ და როგორ ფაქიზად ახსოვს ძალიან ბევრს და იქ იყო რამდენიმე, მაგალითად, თუ როგორ ემშვიდობება და როგორ გაჰყურებს, როგორ გადის კარიდან და ამბობს, რომ კარს, რომ გადიოდა არ უნდა შემეხედა იმიტომ, რომ არ გამეთვალა იქნებ მაგრამ თან ვერ მოვითმინე. თან ამ სიყვარულზე, ამ დამოკიდებულებაზე. თან იცის ვითომ სადაც მიდის. რეალურად, ძალიან კომპლექსური გამოცდილებებია და აი, ეს იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი. 

გამოცდილებაც სხვადასხვანაირი არის, აი, მართლა. არ არის რაღაცა ერთი. არიან ძალიან ოპტიმისტურად განწყობილი და ესე ვთქვათ, ამით ცხოვრობენ მაგრამ ამით არ იბრკოლებენ ცხოვრებას. ეს არის მათი თანაცხოვრება. არიან ადამიანები, რომლებიც დარჩნენ იმ განსაცდელში და გლოვაში და მათი ცხოვრება მოაწყვეს ამ დანაკარგის ირგვლივ.

ამონარიდებია გამოყენებული, სადაც ძალიან პერსონალური, ძაან მსუბუქად და მარტივად გადმოცემული გრძნობები, განცდები, გამოცდილებებია, მაგრამ თუ დააკვირდებით, ძალიან ბევრი ინფორმაცია დევს. მოზარდები როგორ საუბრობენ ამ თემაზე, ის თაობა, რომელიც გაჩნდა უკვე ამ კონფლიქტების მერე, რა ურთიერთობა აქვთ მშობლებს შვილებთან, როგორ ისწავლება ეს სკოლაში, ქვეყანა როგორ საუბრობს ამაზე. 

სხვათაშრის, ძალიან ბევრი საუბრობდა ამაზე რა გვაერთიანებს უფრო მეტად, ვიდრე გვაშორებს და რა არის, ესე ვთქვათ, კონფლიქტის საბაბი. ამ შემთხვვაში, იმდენად კარგად აქვთ გააზრებული მათი პოზიცია, რომ ამ განსაცდელში ჩვენ ყველა ერთად განვიცდით, ერთად გვტკივა, რომ ჩემთვის ეს იყო ძალიან საინტერესო.

მთელი პროექტიც ესე წამოვიდა და ანუ რეალურად ვისთვის არის ეს პროექტი? კი, არის იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ განსაცდელში არიან, მაგრამ უფრო მეტად ეს არის ჩვეულებრივი ადამიანებისთვის, ჩვენთვის, იმისათვის, რომ ვისწავლოთ, როგორ შეიძლება მათთან ერთად ცხოვრება.


წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ოფიციალური მონაცემებით 2352 პირის ხვედრი და ადგილსამყოფელი დღემდე გაურკვეველია. 

"დაუსრულებელი მოლოდინის მონუმენტი" ონლაინ პრექტია, რომელიც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა (წჯსკ) ხელოვან თამუნა ჭაბაშვილთან თანამშრომლობით განახორციელა. ხმის ინჟინერია: ლევან ჯავახიშვილი, ლიკა მაჩხიძე

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა