გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #ფესტივალი

დიალოგი კანს შიგნით

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიური მუსიკა, დასარტყმელი ინსტრუმენტების თანამედროვე ხელოვნება

არტ-დირექტორი: ბერნარ გო 

მუსიკა: Hands Percussion

მუსიკალური რეჟისორი: Ng Siu Yee

მთავარი პერკუსიონისტი: Jimmy Ch’ng

განგრძლოვობა: 85 წუთი, უანტრაქტოდ

შემსრულებლები: Jimmy Ch’ng, Ng Siu Yee, ჯეკ უანი, ლეონ კაჰ მიუ, ტეე ლეონ ჰო, ტი ვი ლინი, Phang Jian Hao, გოჰ კოკ ვეი, Yeap Eng Zheong.

30 სექტემბერი, მარჯანიშვილის თეატრის დიდი სცენა 

წარმოდგენის შესახებ:

„დიალოგი კანქვეშ“ დედამიწის, წყლის, ლითონისა და ცეცხლის აღმოსავლურ ასტროლოგიურ ელემენტებს იყენებს და საამბობ ამბავს ინსტუმენტებით ყვება. ინსტრუმენტების ფლობისა და მათზე დაკვრის ხელოვნება იმაზეა დამოკიდებული, შეძლებს თუ არა შემსრულებელი მათი მეშვეობით თავისი გამოცდილების გადმოცემას. დრამერები ფიზიკურ და ემოციურ ძალებს დებენ, როდესაც ჩინურ თუ იაპონურ დასაკრავ ინსტრუმენტებზე უკრავენ, იგივე ითქმის ციმბალებსა თუ გამელანზე  ეს გულიდან დაწყებული მუსაიფია, რომელიც მუსიკის ენაზე სრულდება. ოსტატობისა და მასალის სწორი გამოყენების არაჩვეულებრივი ნიმუშია „იარაღი და კანი“/„Armour and Skin“, სადაც ჩინურ დასარტყამ ინსტრუმენტებსა და გამელანს ნამდვილი საუბარი აქვთ გამართული. ტექნიკა, რომელიც ამ პროდუქციის შემქნისას იქნა გამოყენებული, თანამედროვე ჩინური პერკუსიონიზმის განვითარებისა და ტრადიციულ მუსიკაში სიახლის შეტანის ტენდენციებს გვიჩვენებს. კულტურულად ძალზე მრავალფეროვან მალაიზიაში Hands Percussion ისეთ გარემოში ყალიბდებოდა, სადაც ინდური, მალაიური და ჩინური კულტურები საუკუნეების განმავლობაში ახდენდნენ გავლენას ერთმანეთის მუსიკასა და შესრულების მანერაზე. სამხრეთაზიურ თუ ევროპის ქვეყნებში მოგზაურობამ ჯგუფის შესრულების მანერას გამორჩეულ, უნიკალურ შრეებად დაამჩნია გავლენა.

თეატრის ისტორია: 

ხელების რიტმი“  დასის შესახებ

1997 წელს ბერნარ გომ ჯგუფი HANDS PERCUSSION/„ხელების რიტმი“ შექმნა და მისი მხატვრული ხელმძღვანელი გახდა. სრულად დატვირთული პერფორმერებით დაკომპლექტებულმა ჯგუფმა მთელი ცხოვრების საქმე წამოიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფი თავად იფინანსებს თავს, ეს კი ნებისმიერი დასისთვის დიდი გამოწვევაა, მას ახლა მასობრივი მაყურებელი ჰყავს ადგილობრივ არტფესტივალებზე, თეატრის რეპუტაცია კი დღითიდღე იზრდება ქვეყანაშიც და მთელს მსოფლიოშიც. დასის მუშაობა მექანიზმივითაა აწყობილი, ეს მკაფიო შედეგს იძლევა და ცხადჰყოფს, რომ მისი წევრები უდიდესი პასუხისმგებლობით, დისციპლინითა და თავიანთი ხელობისადმი სიყვარულით მუშაობენ.

ჯგუფმა 24 Festive Drums-ის ტრადიციული, ხმაურიანი მანერით დაიწყო შესრულება, თუმცა, ახლა ორ სხვა სტილში, სხვა ინსტრუმენტებთან და ტექნოლოგიებთან ექსპერიმენტირებს და მულტიდისციპლიანურ პროდუქციას ქმნის. ამას 2011 წელს მისი სადებიუტო გამელაინ-კონცერტი  RI YUE CHU YIN მოჰყვა. მისი მომდევნო თვალსაჩინო ნამუშევრებია „The NEXT“ (2012) და „ჩაიკოვსკი გამელანში“ (2014), რომლებშიც ჯგუფმა კიდევ ერთხელ გადალახა საკუთარი შემოქმედებითი და მუსიკალური ზღვრები. 

2016 წელს ჯგუფმა ბალიზე, Bali Sprit Festival-სა და ლოს-ანჯელესში მოწყობილ ჯემსეშენში „SuperEverything* მიიღო მონაწილეობა ჯგუფ „The Light Surgeons“-თან (გაერთიანებული სამეფო) ერთად. 2015 წელს ჯგუფი მონაწილეობდა შვეიცარიის ტრადიციულ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმსა და 27-ე აზიურ სამიტში, რომელიც კუალა ლუმპურში გაიმართა. Hands Percussion მსოფლიოს არაერთი ფესტივალის ხშირი სტუმარია.

https://www.facebook.com/handspercussion

 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა