გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ძაფის ტბა

ელნურ ალისოი

საქართველოს ამ რეგიონებში, სადაც აზერბაიჯანულენოვანი თემი ცხოვრობდა, ხალიჩების ქსოვა ყველგან იყო ძალიან აქტიური. იყვნენ მომთაბარეები, თავიანთ ცხოვრებისეულ გამოცდილებებს ამ ხალიჩების სახით გამოხატავდნენ. აი, რაც ხდებოდა საქართველოში იმ საუკუნეებში, ხალიჩებში მაგ პროცესებს ვხედავთ.

ეჭვიც არ არის, რომ ეს არის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა, ანუ ეს არის იმ კულტურული მემკვიდრეობის ერთი მარგალიტი. სინამდვილეში, რაც არის ხალიჩაზე, ეს არის ანარეკლი მქსოველის ცხოვრების, თავისი ხედვის, თავისი სურვილების და ასე შემდეგ. მაგიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ თვითონ მქსოველის შესახებ გვქონდეს ინფორმაცია. სად არის ნაქსოვი ტერიტორიულად, რა ადგილას, რა პერიოდში, რა სოციალური-პოლიტიკური და ეკონომიკური წყობა, სიტუაცია არსებობდა უშუალოდ ამ ხალიჩის ქსოვის პერიოდში, ან როგორი სიტუაცია ჰქონდათ უშუალოდ ოჯახში, საგვარეულოში.

სანამ ბუნებრივი მატარებლები არიან ამ ხალიჩების ცოცხლები, საჭიროა ამის სწავლა და დოკუმენტირება.

მათ განათლება არ აქვთ. ეს მათთვის ინსტიქტური, ბუნებრივიც, ყოფითიც არის. ჩვევა არის, რაც მაგალითად სახლში დაინახეს დედამისისგან და შვილიშვილებს გადასცეს და ესე გავრცელდა. შეიძლება ის პირვანდელი ფილოსოფიური დატვირთვა დაიკარგოს ამ ხაზზე. შეიძლება სიმბოლოს მნიშვნელობაც არ იცოდეს, მაგრამ სიმეტრია კარგად იცის. იცის, რომ აი ამ ძაფის მერე, ის ძაფი უნდა იყოს. იცის, რომ ამ ერთი ძაფის მერე მეორე თუ ასე არ გააკეთა მთელი სურათი ჩაიშლება, მაგრამ არ იცის რამდენად ღრმა არის და რამდენად ფილოსოფიურია და რამდენად  არის დაკავშირებული უშუალოდ მის ფესვებთან, საგვარეულოსთან, თემთან და საერთოდ საქართველოსთან.

ძალიან უნიკალური და ძალიან სასიამოვნოა, რომ ქართულ ფარდაგს უწოდებენ ამას, იმიტომ რომ ჯვრის ფორმები აქვთ. ზოგადად ბორჩალოური ხალიჩებისთვის დამახასიათებელია ჯვრები.

ჩვენი ვიცით, რომ ჩვენი თემი მუსლიმური კულტურის და ისლამური კულტურის მატარებელია, მაგრამ თუნდაც სალოცავი ხალიჩა რომ იყოს, ძალიან ნაკლებია ისლამური სიმბოლიკა. უფრო მეტია ჯვრის ფორმის სიმბოლოები და სხვა სიმბოლოები, წარმართული, რაც მაგალითად, შორს არის ისლამური კულტურიდან.

ეს კულტურა ჩამოყალიბებულია საუკუნეების განმავლობაში საქართველოში. ეს არის ის სუფთად ავთენტური ბორჩალოური ხალიჩა. ძალიან მნიშნველოვანია, რომ არის მსუბუქი. ხალიჩებზე არის სხვადასხვა მნიშვნელობის მატარებელი სიმბოლიკა. არის ყვავილები, ვარსკვლავები, ვერძის სიმბოლოები, რომლებიც ბარაქის აღმნიშვნელია მოცემულ შემთხვევაში და მერე ხალიჩის ცენტრში არის ე.წ დრაკონი - დამცველი სიმბოლო და თვალი, რომელიც იცავს ბოროტი ძალებისაგნ და უბედურებისგან.

ამ ადამიანების თვალში, ადამიანების საუბრებში რა სიხარულსაც ვხედავ, მოტივაციას , ღირებულებებს, ეს არის ჩემი მამოძრავებელი ძალა და ის ენერგია და სტიმული ჩემთვის, რომ გავაგრძელო და ვისწავლო უფრო მეტ სოფელში და რეგიონში და შეძლებისდაგვარად ყველასთან მივიდე და ყველას ვესაუბრო.

ბორჩალოური ხალიჩა საქართველოში, სამწუხაროდ არც ერთ მუზეუმში არ არის. ერთადერთი არის პატარა ფარდაგი ბოლნისის ახალ გახსნილ მუზეუმში, სადაც წერია, რომ ეს არის ნაქსოვი ბორჩალოური ხალიჩის ქსოვის ტექნიკით.

ამ მოტივებიდან, ამ სულისკვეთებიდან ამ სურვილებიდან, რაც ბორჩალოურ ხალიჩებშია ძალიან მარტივია იმის გაგება რომ ეს კულტურული მემკვიდრეობა, ეს ტრადიციები არის ის, რაც გვაერთიანებს, რაც არის საერთო საქართველოში, ამ ოჯახში. ეს ტრადიცია და კულტურული მემკვიდრეობა , სამწუხაროდ იკარგება და კვდება, იმიტომ რომ აღარ ქსოვენ და ის ხალხი, ვინც იცის ქსოვა, თან ტრადიციულად, თანაც ძალიან კარგად ნელ-ნელა აღარ არის.

ესეც მაძლევს ერთგვარ ძალას და სტიმულს, რომ ეხლა თუ არ გავაკეთე, 5 წლის მერე შეიძლება საერთოდ ვერ იპოვო ის ადამიანები.


ავტორები: მარიამ ჯაჭვაძე, დარო ლოკუსტი
ოპერატორი: ვანო ანდიაშვილი
მონტაჟი: გიორგი დეკანოიძე
loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა