ძმრის ქარხანა ფეიქრებზე
თბილისში ძმრის ქარხანა 1983 წელს აშენდა. მაგრამ იქ წარმოება არც დაწყებულა. შენობა წლები უფუნქციოდ იდგა.
2000-იან წლებში ქარხანაში აფხაზეთიდან დევნილები შესახლდნენ. ამჟამად შენობის ერთი ნაწილი ავტოსერვისებს უკავია. მეოთხე სართულს საწყობებად იყენებენ. ქარხანაში დღესაც 28 დევნილი და 7 არადევნილი ოჯახი ცხოვრობს.
1.
ამ შენობაში ჩვენ ვიმყოფებით 1999 წლიდან აფხაზეთიდან დევნილები. ერთი კარი აქვს ამას. დაკავებულია, აფხაზეთი, მივაწერეთ მაგრამ სადაა შენი აფხაზეთი და დაკავებულია.
ამაზე გამოყოფილი იყო ცალკე ადმინისტრაციული შენობა. დანარჩენი ქარხანა იყო იქით, სადაც ძმრის ქარხნისთვის საჭირო კასრები, დიდი, ტონიანი ბოჩკები ეყარა. მაშინ მოდიოდნენ და გაქონდათ ეს კასრები, ყველაფერი გააცარიელეს. ამწევი კრანი მოიყვანეს და ყველაფერი გაასუფთავეს. დიღმის მასივიდან მოვიტანეთ ტრუბები, იქით-აქეთ ვაგროვებდით,
სად არ ვიქექებოდით, ჯართს მტკვრიდან ვაგროვებდით, გამოსადეგ რაღაცებს ვიყენებდით და ასეთ პირობებში შევაკოწიწეთ ჩვენი თავი.
2.
მე ვცხოვრობდი ქუთაისში და რაღაც პრობლემების გამო გადმოვედი თბილისში საცხოვრებლად, სამი წლის წინ, ამ კორპუსში. მეგობრებს ვერ დაარქმევ აქ ვინც ბავშვები არიან, ერთი კორპუსი რადგან არის და ცოტა მაცხოვრებელია, უფრო ოჯახის წევრებივით ვართ ბავშვები, თორემ დიდიებზე არ მაქვს საუბარი, რას აკეთებენ და როგორ ნამდვილად არ ვიცი.
ძველია, რა და რავი, თავზე ჩამოგვემხობა მალე ალბათ, რა.