გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

სამგორის ძველმანების ბაზარი

სამგორის ძველმანების ბაზარი ძველი ყაიდის ბაზარია, სადაც გარემო იმდენად ავთენტურია, რომ ბავშვობის წლებს ახსენებს, ალბათ, ყველას, ვინც საბჭოთა წლებში გაიზარდა.

იქ, თითქოს, დრო არ მოძრაობს, ერთ მომენტში ჩარჩა და ამიტომაც აღვივებს წარსულში ჩახედვის განცდას.

ამ განცდას გამოფენილი საგნებიც აძლიერებს: ძველებური ჭურჭელი, სათამაშოები, დროგადასული საყოფაცხოვრებო მოწყობილობები. თავისებურად მოქმედებს ბაზრობის გარეგნული მხარეც – ყველაფერი ისე სპონტანურად მოწყობილს ჰგავს, რომ ფიქრობ, ალბათ, მალე გაქრება.

სამგორის გამყიდველების პორტრეტების იქვე გადაღებით მინდოდა მათი უნიკალურობა და ავთენტურობა წარმომეჩინა. თვითონ გადაღების აქტი კიდევ უფრო სრულყო გამოფენამ, რომელიც იქვე მოვაწყვე.

ეს მომენტები, როცა ბაზრის კედლებზე პორტრეტები გამოიფინა, გამვლელთათვის დამატებით სანახაობად იქცა. თუმცა, კი, ამ სპონტანურად მოწყობილი დროებითი ექსპოზიციის დამთვალიერებლები ძირითადად ჩემი ფოტოების გმირებივე იყვნენ.

ეს გამოფენაც, სინამდვილეში, იყო მათთან კონტაქტის დამყარების კიდევ ერთი საშუალება. თუმცა, ექსპერიმენტმა აშკარად შექმნა სამგორის წარსულსა და აწმყოში ბოლომდე ჩაღრმავების შესაძლებლობა. გამვლელებიც ჩერდებოდნენ პორტრეტების გულდასმით დასათვალიერებლად. ფოტოები ყურადღებას იქცევდა არა მხოლოდ ფოტოგრაფიული შესრულების გამო, არამედ ადამიანები აკვირდებოდნენ მათ იმის სანახავადაც, თუ როგორ აღიქვა სამგორის გამყიდველები ფოტოგრაფის თვალმა. ასე დამყარდა გაზიარების უნიკალური ველი ფოტოგრაფს, მის გმირებს და გამვლელებს შორის.

პორტრეტების გმირები არა მხოლოდ სტუმრის ყურადღების ობიექტებად იქცნენ, არამედ ჩაერთნენ დიალოგში, რომელიც ფოტოგრაფმა წამოიწყო.

ავტორი: Vladimir Mozgalev
ვიდეო/მონტაჟი: Boris Gaisner
მუსიკა: Missisippi Landscapes «Приятная композиция»
დიზაინი: Vasiliy Kondrashov

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა