გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

Asymptote

„ელენე ასათიანის ფილმი განშორების სიახლოვეზე და იმ ტკივილზეა, რომელიც არასდროს ნელდება. მის გმირებს სხვადასხვა ისტორიები აქვთ, თუმცა ყველას ახლობელთან განშორების სიმძიმე აერთიანებს. ელენე მხოლოდ სტატიური კადრებითა და მდუმარე პორტრეტებით ჰყვება ადამიანების ტკივილზე და დროზე, რომელიც პირობითია. ჩემი აზრით, ფილმისადმი ინტერესი, ფორმასთან ერთად, ავტორისა და მისი პროტაგონისტების გულწრფელობამ გამოიწვია“. – ვანო არსენიშვილი, პროექტის ხელმძღვანელი 

ელენე ასათიანი GIPA-ს აუდიო-ვიზუალური და მედია ხელოვნების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულია. მოკლემეტრაჟიანი ფილმი Asymptote მისი სადიპლომო ნამუშევარია. წლევანდელ GIPADOCU-ს სტუდენტურ ფესტივალზე ელენეს ფილმმა ჟიურის სპეციალური აღნიშვნა დაიმსახურა.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა