ერეკლე მეორე და ჰერნჰუტელი ძმები |ანა მარგველაშვილი
08.02.2021ეს არის 1782 წელი. ტრაქტატი ჯერ არ არის გაფორმებული და ერეკლე მეფე ცდილობს ეძიოს სხვადასხვა მოკავშირეები, არამარტო პოლიტიკური, არამედ, ვთქვათ, ეკონომიკას რაც წაადგება. ეს მისი პროგრამის, ხედვების ნაწილად შეგვიძლია განვიხილოთ. ორი გერმანელი მგზავრი, შემოდის თბილისში გავლით. მათი მიზანი საქართველო არ ყოფილა. მათ არ აინტერესებთ საქართველო, არ აინტერესებთ თბილისი. ისინი მიდიან ჩრდილოკავკასიაში და შედარებით უსაფრთხო გზა გადის თბილისზე და ერთი თვე, ფაქტობრივად, იძულებით რჩებიან თბილისში, არიან მეფის კარის სტუმრები. იმიტომ, რომ ერეკლე მეორეს და მის გარემოცვას აქვთ კონკრეტული ხედვა, კონკრეტული საჭიროებები და ძალიან უნდათ, რომ აქ ჩამოსახლდნენ გერმანელი ხელოსნები.
ეს ორი გერმანელები ჩამოსულები არიან ქალაქიდან სარეპტა. ცნობილი იყო ხელოსნობით და მცირე მეწარმეობით, კურორტების განვითარებით და ძალიან შორს ჰქონდა სახელი გათქმული. იქ, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ქართველიც არის ნამყოფი, მათ შორის, ლევან ბატონიშვილი იყო გავლით, ანტონ კათალიკოსთან ერთად და დიდი ალბათობით, ბეჯითი გერმანელების მშრომელების სახელები აქ ჩამოსულია და შემთხვევით, ისინი გავლით შემოდიან თბილისში და მეფე აღარ უშვებს, ასე ვთქვათ.
მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დაარწმუნოს ეს ორი გერმანელი, რომ საქართველოში ჩამოსახლება ღირს. ამას არ აკეთებს მხოლოდ მისი გარემოცვა, ის უშუალოდ არის ჩართული ამ მოლაპარაკებებში.
ეს რომ ჩვენ გავნაზოგადოთ იმ პერიოდზე ჩანს ეს დამოკიდებულებები, რომ ეძებს სხვადასხვა კუთხით უამრავ მოკავშირეს. ის ფრთხილობდა, რომ რუსულ მხარეზე, რუსეთს არ გაეგო პარალელური მოლაპარაკებების შესახებ, მართალია, ეს პოლიტიკური მოლაპარაკებები არ იყო ამ ძმებთან, მაგრამ როგორც ვთქვით, ეკონოკურ სარგებელს ელოდა და იცოდა, რომ ქვეყანას ამ მხრივ გაძლიერება სჭირდებოდა.
ამას აკეთებს ჩუმად, ღამეულია...
ჩანს ერეკლე მეორეს რა მძიმე პირობებში უწევს მოქმედება, რამდენად რთული ვითარებაა გარშემო...
ტექსტი: ანა მარგველაშვილი