ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ესკალატორის კონტროლიორი

ლიანა სარაჯიშვილი, 15 წელია, გურამიშვილის მეტროს სადგურში, ესკალატორის კონტროლიორად მუშაობს. მისი მოვალეობაა შეინარჩუნოს წესრიგი და უსაფრთხოება ესკალატორზე და დაეხმაროს ქალაქის უმთავრეს სატრანსპორტო ქსელს გამართულად ფუნქციონირებაში.

ის ერთ-ერთია ვინც ეგებება პირველ მგზავრს თბილისის მეტროპოლიტენის და უკანასკნელი, რომელიც აცილებს ბოლო ადამიანს სადგურიდან სახლისკენ.