გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ევროკავშირის პრიზი
თეგები: #კონკურსი

ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის 2019 წლის ლაურეატები დასახელებულია

2019 წლის 22 მაისს, ბრიუსელში,  ევროკავშირში რუმინეთის  მუდმივი წარმომადგენლობის ოფისში ევროკავშირის ლიტერატული პრემიის 14 ლაურეატი დაასახელდა. ესენი არიან: ლაურა ფროიდენტალერი (ავსტრია), პიია ლეინო (ფინეთი), სოფი დოლი (საფრანგეთი), რეკა მან-ვარჰეგი (უნგრეთი), ბექა ადამაშვილი (საქართველო), ნიკოს ქრისოსი (საბერძნეთი), იან ქარსონი (ირლანდია), ჯიოვანი დოზინი (იტალია), დიანა ოპოლსკაიტე (ლიტვა), მართა ძიდო (პოლონეთი), ტატიანა ტიბულეაცი (რუმინეთი), ივანა დობრაკოვოვა (სლოვაკეთი), ჰასკა შიანი (უკრაინა) და მელისა ჰარისონი (გაერთიანებული სამეფო). 

რუმინეთის კულტურისა და ეროვნული იდენტობის მინისტრმა ვალერ-დანიელ ბრეაზმა და ევროკავშირის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის კომისარმა თიბორ ნავრაჩიჩმა ოფიციალურად დაასახელეს გამარჯვებულები 2019 წლის 22 მაისს, ბრუსელში, ევროკავშირში რუმინეთის მუდმივ წარმომადგენლობაში. 

„ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის მიზნები სრულ თანხვედრაშია რუმინეთის, როგორც ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყნის ამოცანებთან, რაც გულისხმობს ევროკავშირის მდიდარი კულტურული და ენობრივი მრავალფეროვნების დაცვასა და ხელშეწყობას, საერთო ევროპული ფასეულობების გაძლიერებას, ჩვენი კულტურული და შემოქმედებითი სექტორის კონკურენტუნარიანობის განვითარებას. ევროპული ლიტერატურა ჩვენი კულტურული იდენტობის ძირეული ნაწილია, რომელსაც, თარგმანის საშუალებით, წვლილი შეაქვს საერთო კულტურული სივრცის ჩამოყალიბებაში. მოხარული ვარ, რომ ლაურეატების ოჯახი გაფართოვდა და კიდევ  უფრო მეტი წევრი შეიძინა ამ ავტორების სახით, რომელთა მომავალი თარგმანები, ევროკავშირის მოქალაქეების სასარგებლოდ, ქვეყნებს შორის ხარისხიანი ლიტერატურის მიმოცვლას შეუწყობს ხელს,“  განაცხადა რუმინეთის კულტურისა და ეროვნული იდენტობის მინისტრმა, ვალერ-დანიელ ბრეაზმა.  

თიბორ ნავრაჩიჩი, განათლების, ახალგაზრდობის, კულტურისა  და სპორტის კომისარი აცხადებს, რომ „ევროკავშირის ლიტერატურული პრემია ასახავს ევროპული ლიტერატურის შემოქმედებითობასა და მრავალფეროვნებას და აღიარებს ჩვენი წიგნის სექტორის მნიშვნელობას. ამ პრემიისა და შემოქმედებითი ევროპის პროგრამის საშუალებით, ევროკომისია ეხმარება ავტორებს, გამომცემლებს, მთარგმნელებსა და წიგნის გამავრცელებლებს, მკითხველს შესთავაზონ ხარისხიანი და მრავალფეროვანი ლიტერატურა ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ. გულწრფელად ვულოცავ ამ წლის გამარჯვებულებს.“

ევროკავშირის ლიტერატურული პრემია აჯილდოებს და აღიარებს ლიტერატურული ნიჭით დაჯილდოებულ ახალბედა ავტორებს, ხაზს უსვამს თანამედროვე ევროპული ლიტერატურის სიმდიდრეს და, იმავდროულად, ყურადღებას ამახვილებს კონტინენტის უნიკალურ კულტურულ და ლინგვისტურ მემკვიდრეობაზე. ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის არსებობის 10-წლიანი ისტორიის განმავლობაში დაჯილდოვდა 108 ავტორი 4 ქვეყნიდან. შარშან ევროკავშირის ლიტერატურულმა პრემიამ 10 წლის იუბილე ნოველების კონკურსით, „ევროპული ამბებით“, აღნიშნა. კონკურსში მონაწილეობა შეეძლო წინა წლების ყველა ლაურეატს. თავისი ისტორიის ამ ახალი ციკლის საწყის ეტაპზე, პრემიამ პირველად დაასახელა ლაურეატები საქართველოდან და უკრაინიდან.

ევროკავშირის ლიტერატურული პრემია ტარდება ევროპისა და საერთაშორისო წიგნის გამავრცელებელთა ფედერაციის (EIBF), ასევე, ევროპის მწერალთა საბჭოს (EWC) და ევროპელ გამომცემელთა ფედერაციისაგან (FEP) შემდგარი კონსორციუმის ორგანიზებითა და ევროკომისიის მხარდაჭერით. პრემია ფინანსდება შემოქმედებითი ევროპის მიერ და მონაწილეობა შესაძლებელია ყველა იმ ქვეყნისათვის, რომლებიც მონაწილეობენ კულტურული და შემოქმედებითი სექტორებისათვის ევროკავშირის დაფინანსების ამავე, 2014-2020 წლების პროგრამაში. 

ყოველ საკონკურსო წელს თითოეულ მონაწილე ქვეყანაში კომპლექტდება ეროვნული ჟიური ლიტერატურის, საგამომცემლო და წიგნის გავრცელების სფეროს ექსპერტებით. 3-დან 5-მდე ავტორის შერჩევის შემდგომ, თითოეული ეროვნული ჟიური ირჩევს ლაურეატს. გამარჯვებულები ჯილდოვდებიან ფულადი პრიზით, იზრდება მათი ცნობადობა საზღვრებს გარეთ და საერთაშორისო მასშტაბით, რაც იწყება ბრიუსელში დაჯილდოების ცერემონიით და გრძელდება ევროპის მთავარ წიგნის ბაზრობებსა და სხვა ღონისძიებებში ჩართულობით. 

ჟან ლუკ ტრეუტენერი, ევროპისა და საერთაშორისო წიგნის გამავრცელებელთა ფედერაციის თანაპრეზიდენტი აღნიშნავს, რომ „ევროპისა და საერთაშორისო წიგნის გამავრცელებელთა ფედერაციისათვის დიდი პატივია მიულოცოს წელს, კიდევ ერთხელ, თოთხმეტ ბრწყინვალე ახალბედა ავტორს, რომელთა საქმიანობა ჩვენი ევროპული კულტურის მრავალფეროვნებასა და სიმდიდრეს ქმნის. ჩვენ მათ ნათელ მომავალს ვუსურვებთ და ვიმედოვნებთ, რომ ამ ავტორების მრავალ წიგნს ვიხილავთ წიგნის მაღაზიების თაროებზე მთელი ევროპის მასშტაბით. ნამდვილად, ამ თოთხმეტი ლიტერატურული ნაწარმოების მომავალი საზღვრების გადაკვეთაა, რაც საშუალებას მოგვცემს, უკეთ გავუგოთ ჩვენს მეზობლებს და ვეცადოთ, გავიზიაროთ მათი კულტურა.“

„ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის ლაურეატების ამ მეოთხე ციკლთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის შთამბეჭდავი იყო განსაკუთრებულმა ინტერესი, რომელიც პრემიამ არჩეულ ქვეყანათაგან თითოეულში გამოიწვია. მსურს, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ჟიურის ორგანიზებაში. აღფრთოვანებული ვარ, რომ ამდენი ქალი მოხვდა ლაურეატების სიაში, რაც ცხადყოფს მათ გადამწყვეტ როლს ლიტერატურულ ასპარეზზე. მოუთმენლად ველი მათთან შეხვედრას დაჯილდოების ცერემონიაზე 2 ოქტომბერს, ბრიუსელში.“  განაცხადა რუდი ვანშოონბეეკმა, ევროპის გამომცემელთა ფედერაციის პრეზიდენტმა.

გუნარ არედლიუსმა, ევროპის მწერალთა საბჭოს პრეზიდენტმა დასძინა, რომ „ევროპის მწერალთა საბჭო მიესალმება და ულოცავს თითოეულ ავტორს გამარჯვებას ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის ახალი ციკლის ამ პირველ გამოშვებაში (2019-2021). ყველა ავტორს ვუსურვებთ, რომ უფრო ფართო საზოგადოებამ გაიცნოს იმ არაჩვეულებრივი მოთხრობებით, რომლებიც დაჯილდოვდა, ასევე, თარგმანებით როგორც მრავალენოვან ევროპაში, ასე მთელ მსოფლიოში.“ 

დაჯილდოების ცერემონია, ყველა გამარჯვებული ავტორის მონაწილეობით, გაიმართება 2019 წლის 2 ოქტომბერს, ბოზარში, ბრიუსელში.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ:

პრემიის ვებგვერდი: http://www.euprizeliterature.eu/

Twitter: http://twitter.com/euplprize

Facebook-ის გვერდი: http://www.facebook.com/pages/European-Union-Prize-for-Literature/201625279911585 

Instagram-ის გვერდი: https://www.instagram.com/euplprize/

ევროკავშირის კულტურული პორტალი: http://ec.europa.eu/culture/index_en.htm

შემოქმედებითი ევროპის პროგრამა: http://ec.europa.eu/programmes/creative-europe/index_en.htm

  

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა