ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

„ევაკუაციის გეგმა“ - ეკა ქევანიშვილი

პრემია „საბას“ ლაურეატი ავტორისათვის ეს მეოთხე კრებულია.

ეკა ქევანიშვილის ლექსებში დესტრუქციის, განადგურების ხმა ისმის. ეს ძალიან ხმამაღლა ნათქვამი სიტყვები თითქოს წინააღმდეგობის, ამბოხის აქტები და მცდელობებია. მისი ლექსების გმირები სხვადასხვა დროსა და სივრცეში ცხოვრობენ, მაგრამ მათ რაღაც მაინც აერთიანებთ: ყველას სათითაოდ, საკუთარი ევაკუაციის გეგმა აქვს. სადაც არ უნდა იყვნენ, რასაც არ უნდა აკეთებდნენ, მათ იციან, რომ ყოველ წამს შეიძლება იფეთქოს, ამიტომ, ახალ გადარჩენის გზებს, ახალ სასიცოცხლო ენერგიას ეძებენ.

ეკა ქევანიშვილის ლექსები სულ სხვა მხრიდან გვიჩვენებენ სინამდვილეს, ისინი სიცარიელეს, ნანგრევებს, ბრძოლის ველებს აღწერენ. ჰყვებიან იმაზე, რაც არ არის, რაც დაკარგული და თავიდან მოსაპოვებელია. 

ყდა: ნატალია ავალიანი
გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“
ფასი: 6.00 ლარი
2016

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა