გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

Event Cinema – „წითელი“

კინოთეატრი „ამირანი“ და Event Cinema წარმოგიდგენთ ჯონ ლოგანის სცენარის მიხედვით დადგმული სპექტაკლის „წითელის“ კინოჩვენებას.

ტიტულოვანი რეჟისორის, მაიკლ გრანდეიჯის დადგმის პრემიერა 2009 წელს შედგა Covent Garden-ის Donmar Warehouse-ის თეატრში და ის ამერიკელი აბსტრაქციონისტი მხატვრის, მარკ როტკოს შესახებ მოგვითხრობს. 50-60 იანი წლების ვიზუალური ხელოვნების საკულტო ფიგურა რეჟისორმა ნახევარი საუკუნის შემდეგ თეატრალურ სცენაზე გააცოცხლა და მისი შემოქმედების ახლებურად დანახვის საშუალება მოგვცა. სპექტაკლში 1958-59 წლების შუალედია ასახული, პერიოდი, როცა როტკო ერთ-ერთი ყველაზე დიდ დაკვეთაზე მუშაობს. ის რესტორან For seasons-სთვის მიურალების ძვირადღირებულ სერიას აკეთებს, მისი ასისტენტი კენი კი, ამ კომერციულ ნაბიჯს არასწორად მიიჩნევს და მუდმივად ეკამათება მხატვარს. როტკოს კინოსა და თეატრის ვარსკვლავი, ალფრედ მოლინა თამაშობდა, მის ასისტენტს კი ასევე ახალგაზრდა კინოვარსკვლავი, ედი რედმეინი.

სპექტაკლს საუკეთესო შეფასებები მოჰყვა როგორც კრიტიკოსების, ისე მაყურებლის მხრიდან. განსაკუთრებით აღინიშნა მსახიობების კარგი თამაში. Donmar Warehouse-დან წარმოდგენამ მალე ბროდვეიზე გადაინაცვლა და 6 Tony award-იც დაიმსახურა.

2018 წელს ლონდონში ისევ დაიდგა განახლებული „წითელი“ და ის კინოეკრანისთვისაც გადაიღეს. როტკოს როლს ისევ ალფრედ მოლინა თამაშობს, მისი ასისტენტისას კი ამჯერად ალფრედ ენოქი, რომელიც მაყურებელს „ჰარი პოტერიდან“ ემახსოვრება.

სპექატაკლის ჩვენება კინოთეატრ „ამირანში“ 27 ნოემბერს, 19:30 საათზე გაიმართება.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა