გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

Event Cinema – „ჯული“

Event Cinema დ კინოთეატრი „ამირანი“ წარმოგიდგენთ ლონდონის ნაციონალური თეატრის ახალი სპექტაკლის  „ჯულის“ კინოჩვენებას.

სტრინდბერგის კლასიკის, 1888 წელს დაწერილი პიესის „მის ჯულის“ თანამედროვე ვერსია ლონდონში რეჟისორმა კერი კრეკნელმა დადგა. მთავარ როლებს სერიალ The Crown-ის ვარსკვლავი, ვანესა კირბი და თეატრისა და კინოს მსახიობი, კოფი აბრეფა თამაშობენ.

ჯული ახალგაზრდა, თავისუფლებისმოყვარე ქალია. ის ახლახანს დაშორდა მეგობარ მამაკაცს და ცხოვრების გახალისების მიზნით სახლში ღამის წვეულებას აწყობს. წვეულების დროს ჯული მამამისისი მძღოლთან ჯინთან ძალაუფლების თამაშებს წამოიწყებს, რაც მალე სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში გადაიზრდება. ჯინს საცოლე ჰყავს, რომელიც ასევე წვეულებაზეა და ჯულის საჭმლის მომზადებაში ეხმარება. თუმცა, ეს ჯულის და ჯინს ხელს არ უშლით ჯერ ერთმანეთს ეფლირტავო, იკამათონ, შემდეგ კი, ავანტიურისტული და სახიფათო იდეების რეალიზებას შეუდგნენ.  

სტრინდბერგის პიესა ახალი დადგმისთვის სცენარისტმა პოლი სტენემმა გადაწერა და ის 21-ე საუკუნის ლონდონს მოარგო. მართალია, გარემო და ესთეტიკა შეცვლილია თუმცა, მთავარი თემა მაინ იგივეა: ძალაუფლება, სიმდიდრე და სიღარიბე, კლასობრივი კონტრასტი, რასაც ამ შემთხვევაში რასობრივი საკითხიც ემატება: ჯინი და კრისტინა აფრო-ამერიკელი ეკონომიკური მიგრანტები არიან. ჯული კი მდიდარი მამის განებივრებული ქალიშვილი.

სპექტაკლი 1 საათსა და 20 წუთს გრძელდება. მისი ერთჯერადი ჩვენება სამშაბათს, 16 ოქტომბერს გაიმართება კინოთეატრ „ამირანში“, დასაწყისი 19:30

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა