გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

Expago – მოგზაურობის ახალი განზომილება

Expago საერთაშორისო გუნდის მიერ შეიქმნა. მის შემქმნელებს დიდი გამოცდილება აქვთ ტურიზმსა და მასპინძლობის მენეჯმენტში, პროგრამული უზრუნველყოფის შექმნასა და ბრენდინგში. ჩვენმა გუნდმა პლატფორმაზე მუშაობა 2018 წლის იანვარში დაიწყო, სატესტო ვერსია 2018 წლის ნოემბერში გაეშვა და ამჟამად უკვე გვაქვს ვებ-საიტი და მობილური აპლიკაცია, რომელიც გაშვებულია iOS და ანდროიდის სისტემებზე.

Expago პლატფორმაა, რომელსაც მოგზაურობა, ტურებისა და აქტივობების დაჯავშნა უფრო მაღალ საფეხურზე აჰყავს. პლატფორმა ერგება ახალ რეალობას და ითვალისწინებს როგორც ტურისტების, ასევე ადგილობრივი მაცხოვრებლების მოთხოვნებსა და სურვილებს. მოგზაურებს სურთ რომ მიიღონ ახალი, არასტანდარტული გამოცდილება, გახდნენ ადგილობრივი კულტურის ნაწილი და, რაც მთავარია, უნდათ, რომ ეს ყველაფერი მოსახერხებელი იყოს რაც შეიძლება სწრაფად, პირდაპირ მათი სმარტფონის საშუალებით. საქართველოს მაცხოვრებლებს Expago სთავაზობს შესაძლებლობას, მიიღონ დამატებითი შემოსავალი საკუთარი გატაცებების გაზიარებით.

რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ ახლახან განვითარებული მოვლენები მოკლევადიან ნეგატიურ გავლენას მოახდენს ტურიზმის სექტორზე, მაგრამ ტურისტები საქართველოში ჩამოსვლას აგრძელებენ და შემომყვანი ტურიზმის სეგმენტი ზრდას გააგრძელებს. საქართველოს მზე, ბუნება და მეგობრული ხალხი ისევ მოიზიდავს უამრავ საერთაშორისო მოგზაურს. ჩვენ გვჯერა, რომ Expago ამ რთულ ვითარებაშიც გააგრძელებს ზრდას. Expago განკუთვნილია ყველა ენაზე მოსაუბრე, ნებისმიერი ეროვნების და ინტერესების ადამიანებზე.

ჩვენ ვაფართოვებთ გეოგრაფიულ არეალს, გვიერთდებიან ექსპერტები აჭარიდან, იმერეთიდან, კახეთიდან – დავფარავთ მთლიანად საქართველოს და შემდგომ ვგეგმავთ სხვა ქვეყნებიც მოვიცვათ. 

ჩვენ ვცხოვრობთ ტექნოლოგიების ეპოქაში და სულ უფრო და უფრო ვეყრდნობით ინტერნეტს და მობილურ აპლიკაციებს და უამრავ გარემოებაში ზუსტად  მათ მივმართავთ დახმარებისთვის. არც მოგზაურობის დაგეგმვაა გამონაკლისი.

დღესდღეობით ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ სანამ თვითმფრინავში ჩავჯდებით ბილეთებს „ონლაინ“ ვჯავშნით და ინტერნეტში ვიძიებთ ყველაზე საინტერესო მოსანახულებელ ადგილებს. სანამ ახალ ქვეყანაში ჩავალთ, უკვე მთელი მარშრუტის დაგეგმვა შეგვიძლია. მაგრამ, ამავე დროს, იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებსაც მზა ტურისტული პაკეტის შეძენის მაგივრად მომავალი მოგზაურობის საკუთარ თავზე მორგება ურჩევნია. 

გაჩნდა ტენდენცია, რომ ადამიანები გვერდს უვლიან „დატკეპნილ“ ტურისტულ მარშრუტებს, მათ ავთენტური გამოცდლება და პირადი ურთიერთობები ურჩევნიათ. თუნდაც, უცხო ქვეყანაში მოგზაურობისას ადგილობრივებთან ერთად სადილი. საქართველო პოპულარული ტურისტული ქვეყანა ხდება და მას სულ უფრო და უფრო მეტი ტურისტი სტუმრობს.

Expago – ტურისტების და ადგილობრივი მაცხოვრებლების დაკავშირების იდეით შთაგონებული ქართული სტარტაპია. ადგილობრივებს, რომლებიც კარგად იცნობენ საქართველოს ისტორიას და ტრადიციებს, მოგზაურთათვის უფრო მეტი ინფორმაციის შეთავაზება შეუძლიათ, ვიდრე ნებისმიერ გზამკვლევს.

გარდა იმისა, რომ Expago ტურისტს შესაძლებლობას აძლევს სრულად შეიგრძნოს ადგილობრივი ცხოვრება, ის ადგილობრივ მაცხოვრებლებსაც სთავაზობს ცოდნის და გამოცდილების გაზიარებით შემოსავლის მიღების საშუალებას. თავგადასავლების მაძიებელი თუ მზრუნველი დედა, პროფესიონალი გიდი თუ თევზაობით გატაცებული ადამიანი, პენსიონერი თუ სტუდენტი – ნებისმიერს, ვისაც გააჩნია ჰობი და ინტერესები შეუძლია შეუერთდეს  Expago-ს და საკუთარი გატაცებები დამატებითი შემოსავლის წყაროდ აქციოს.

ამერიკის მსხვილი ტურისტული კომპანიის Overseas Adventure Travel (O.A.T.)-ის კვლევის მიხედვით 2019წელს, 90 ქვეყანაში მოგზაურობისას ტურისტების 85%-მა აირჩია ინდივიდუალური ტურები, და უარი განაცხადა „all-inclusive" მომსახურებაზე. მილენიალები, მით უმეტეს, არ არიან გამზადებული ტურ-პაკეტების მომხმარებლები.

Expago ტურისტებს სთავაზობს ნებისმიერ გემოვნებასა და მოთხოვნებზე მორგებულ უნიკალური ადგილობრივი გამოცდილების მიღების საშუალებას. გურმანებს შეუძლიათ ისადილონ სტუმართმოყვარე ქართულ ოჯახში, და ამავე დროს შეისწავლონ ყველაზე გემრიელი ტრადიციული კერძის მომზადება. ურბანული ტურების მოყვარულებს კი ვთავაზობთ საკურორტო ქალაქ წყალტუბოს სტუმრობას, მათ შეეძლებათ დაათვალიერონ მიტოვებული სანატორიუმები, სადაც ერთ დროს მაღალი რანგის საბჭოთა ლიდერების დასვენებისთვის განსაკუთრებული პირობები იყო შექმნილი. ხელოვნების მოყვარულებს ვეპატიჟებით მოინახულონ ცნობილი მხატვრის ნიკო ფიროსმანის შემოქმედებასთან დაკავშირებული ადგილები, სადაც ის თავის უნიკალურ ნამუშევრებს ქმნიდა. თეატრის მოყვარულებს შეეძლებათ დაესწრონ თანამედროვე და კლასიკურ სპექტაკლებს, ასევე, კულისებშიც კი შეიჭყიტონ და უნიკალურ ვინტაჟურ დეკორაციებს შეავლონ თვალი.

ღამის ცხოვრებას მოწყურებულ ტურისტებს ვთავაზობთ პაბებში სტუმრობას და კლუბურ გამოცდილებას. საბჭოთა მემკვიდრეობის გასაცნობად ისტორიის მოყვარულებს თანამედროვე თბილისის გარეუბნებში ვეპატიჟებით, ხოლო მათ ვისაც არ ეშინია წყალში ხელფეხშეკრული გადახტომის, კოლხური სტილის შემსწავლელ ცურვის გაკვეთილებს ვთავაზობთ.

World Travel & Tourism Council and Bloomberg-ის 2019 წლის მეგატრენდების ანგარიშის მიხედვით, ინდივიდუალური ტურები და მოგაზურობისას პირადი ურთიერთობები აღარ წარმოადგენს მხოლოდ luxury ბაზრის სეგმენტს. უფრო და უფრო მეტი ადამიანი მოგზაურობისას სტანდარტულ სანახაოებებს მოქნილობას და ადგილობრივებთან პირად ურთიერთობებს ამჯობინებს.

Expago-ს კონცეფცია საუკეთესოდ ერგება საქართველოს. ქვეყანას, სადაც მეგობრული ხალხი ცხოვრობს, რომელთაც სჯერათ, რომ სტუმარი ღვთის საჩუქარია.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა