გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #ფესტივალი

სხვა ენა - გიორგი მაისურაძე

ერთადერთი ენა, რომელიც ისმის, ძალაუფლების ენაა. მონოთეისტური რელიგიების ღმერთების მსგავსად, ის თავის გვერდით სხვა ენის არსებობას ვერ ეგუება. ყველაფერი, რასაც საჯაროდ გამოჩენის უფლება აქვს, მისი გრამატიკის კანონებს ექვემდებარება. სხვა ენა კი აკრძალული, ჩახშობილი, არსებობის ულებაჩამორთმეული ენაა, რომელსაც სამეტყველო ასპარეზი არასდროს ეთმობა.

თუ მაინც მოახერხა და ისტორიის რომელიმე მცირეხნიან მონაკვეთში საკუთარი არსებობა დააფიქსირა, ან კატაკომბებიდან მოისმის, ან ინკვიზიციის პროტოკოლებში გაკრთება, ზოგჯერ სახარების უძველეს თარგმანებში, ან სულაც სასოწარკვეთილებით დაწერილი გამოსამშვიდობებელი წერილიდან გაისმება. მაგრამ სხვა ენა მაინც ყველგანაა, ყველა სივრცეში, მაშინაც კი, როცა არ ისმის და მხოლოდ მითოლოგიურ, რელიგიურ თუ პოეტურ სახე-ხატებად - მეტყველთა შფოთვისა და სევდის, ან ნატვრისა და ოცნებების განსახიერებებად გამოისახება. ეს რამდენიმე ფრაგმენტისგან შემდგარი წიგნი-მოზაიკა სწორედ სხვა ენის ამბავს ჰყვება.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა