გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

Fuckup Nights Tbilisi vol. არ გაჩერდე

23 ოქტომბერი, 2019 – საქართველოს ბანკის პარტნიორობით რიგით მეჩვიდმეტე Fuckup Nights Tbilisi გაიმართება. ღონისძიება განკუთვნილია მეწარმეებისთვის, ბიზნესმენებისთვის, აღმასრულებელი დირექტორებისთვის, მენეჯერებისთვის, შემოქმედებითი პროფესიონალებისთვის. მათთვის, ვისაც სურს ისწავლოს სხვის შეცდომებზე, ისაუბროს პროფესიული მარცხის შესახებ, დრო სასიამოვნო გარემოში, საინტერესო ადამიანებთან ერთად გაატაროს. Fuckup Nights Tbilisi არის სივრცე, სადაც მონაწილეები ისმენენ ბიზნესისტორიებს, რომლებსაც მოჰყვა მარცხი და იმედგაცრუება, განიხილავენ პარტნიორულ ურთიერთობას, რომელიც გაფუჭდა, საუბრობენ პროდუქტზე, რომელიც წარუმატებელი აღმოჩნდა.

Fuckup Nights Tbilisi-ის სცენა ღიაა მათთვის ვინც არ უშინდება ფართო აუდიტორიასთან საკუთარ მარცხზე საუბარს. მან 16 შეხვედრის დროს უკვე უმასპინძლა სტარტაპებს, არქიტექტორებს, ანტრეპრენერებს, ეკონომისტებს, სპორტსმენებს, ხელოვანებს, ჟურნალისტებს, პრომოუტერებს და უამრავ სხვა საინტერესო პროფესიის ადამიანს, რომლებმაც წარუმატებლობის საკუთარი ისტორია გააზიარეს.

Fuckup Nights არის გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერია, რომელიც გადმოსცემს პროფესიული მარცხის ისტორიებს. თვეში ერთხელ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში 3-4 წარმატებული ადამიანი საკუთარ საქმიან წარუმატებლობას ფართო აუდიტორიას უზიარებს. Fuckup მოძრაობა 2012 წელს მექსიკაში დაიწყო. დღეს ღონისძიებები ყოველთვიურად მსოფლიოს 300-ზე მეტ ქალაქში იმართება. საქართველო გლობალურ მოძრაობას 2018 წლის 13 აპრილს შეუერთდა და დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 86 ქვეყანასა და 318 ქალაქში მიმდინარეობს.

რიგით მეჩვიდმეტე Fuckup Nights-ის სპიკერები იქნებიან:

მუსიკოსი კრისტინა ავსარქისოვა, რომელიც ცნობილია სასცენო სახელით  Dudey. ის თბილისში მოღვაწე მომღერალი, კომპოზიტორი და პროდიუსერია, რომლის შემოქმედებაშიც ჰაუს მუსიკის და ცოცხალი ვოკალის სინთეზია წარმოდგენილი.

ლაშა ანთაძე, Shelf Network-ის დამფუძნებელი. Shelf არის ბლოქჩეინ სტარტაპი, რომლის საშუალებითაც ნებისმიერი გასაყიდი ერთეული მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ერთდროულად თავსდება ონლაინ მარკეტფლეისებზე და ტარდება სინქრონული აუქციონი ან ვაჭრობა. 2018 წელს, სტარტაპმა მოიპოვა $1.6 მილიონი ინვესტიცია.

მარიამ რუსიშვილი, Quick Cash AI-ის დაფუძნებელი და ხელმძღვანელი. Quick Cash AI ინოვაციური მაღალტექნოლოგიური პლატფორმაა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის კრედიტუნარიანობის შეფასებას ემსახურება.

მეოთხე სპიკერი მალე გამოცხადდება...

გური ქოიავა, Fuckup Nights-ის თანაორგანიზატორი: „ამ ფორმატის ფარგლებში შეხვედრებს განვაგრძობთ და გვეყოლებიან ძალიან საინტერესო სპიკერები ბიზნესის და სხვა საქმიანი სფეროებიდან“.

 

მეტი ინფორმცია ივენთის შესახებ: https://www.facebook.com/events/553507782086019/?active_tab=discussion 

Fuckup Nights Tbilisi ორგანიზებულია Tbilisi Startup Bureau-ს და Impact Hub Tbilisi-ს პარტნიორობით. ღონისძიების გენერალური პარტნიორია საქართველოს ბანკი • Bank of Georgia. ღონისძიების მედია პარტნიორები არიან Grant Thornton Georgia, Kedari Ventures • კედარი ვენჩერს, ლურჯი ოკეანე • Blue Ocean, Wolt, ქარვა • Karva და Jim Beam Georgia.

 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა