განათლების პარტიული პოლიტიკის სისტემა
06.06.2019 | 10 წუთიანი საკითხავიგანათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2018 წლის ნოემბერში ზუგდიდის მე-6 სკოლა შეამოწმა და დირექტორის გადაყენება მოითხოვა. სკოლის სამეურვეო საბჭო სამინისტროს არ დაეთანხმა. დირექტორი, ია კერზაია, შეუძლოდ გახდა და რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა. მანამდე კი საჯაროდ ამბობდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში დახმარებაზე მმართველ პარტიას უარი უთხრა და ამისთვის სჯიდნენ. გარდაცვლილის შვილი უფრო დეტალურად ჰყვება იმავე ამბავს და გამოძიებას ითხოვს.
სკოლების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას მრავალწლიანი ისტორია აქვს. სამინისტროს ის დანაყოფი, რომელსაც ხან გენერალური ინსპექცია ჰქვია, ხან აუდიტის სამსახური, ხან ინსპექტირების სამსახური, საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელების დაშინებასა და გათავისუფლებაში მრავალი წელია, გაწაფულია. საზოგადოების ნაწილი კი განათლების დეპოლიტიზაციას ითხოვს.
თუმცა, განათლების სისტემის დეპოლიტიზაციის მოთხოვნა გარკვეულ აზრობრივ შეცდომას შეიცავს. თავად განათლების სისტემა პოლიტიკის შედეგად ყალიბდება და პოლიტიკურ მიზნებსაც ემსახურება