
გიორგი ზიბზიბაძე ჰაიაო მიაძაკის შესახებ
08.03.2016გიორგი ზიბზიბაძე, 14 წლის, TEDx YOUTH-ის გამომსვლელი, საერთაშორისო საბავშვო კინოფესტივალის "ჯიფონის" ჟიურის წევრი. აინტერესებს ხატვა, ანიმაცია, ასტრონომია და ფიზიკა.
დიდი იდეა: ელექტროენერგიამ შეცვალა კაცობრიობის ისტორია. ადამიანმა შეძლო სინათლის, სითბოს ხელოვნურად წარმოქმნა, ძრავის ამუშავება, ინფორმაციის შენახვა, შექმნა, ტრანსპორტირება...
ჰაიაო მიაძაკი იაპონელი ანიმატორია, რომელიც თავის გამოგონილ, ულამაზეს სამყაროებს გვაჩვენებს და ამით გვახსენებს იმ პატარა, მყუდრო ადგილებს, რომლებიც ქალაქის კედლების მიღმა არსებობს და რომლებიც ყოველდღიურ რუტინაში დავივიწყეთ.
5 წლის ვიყავი, მისი Tales From Earthsea პირველად რომ ვნახე. აკვირდები რისკენ ისწრაფვიან ადამიანები, რა მიზნები და იდეალები აქვთ, რისთვის იბრძვიან და აღმოაჩენ, რომ მიაძაკის გმირები მაშინაც კი გაწონასწორებულები და მშვიდები რჩებიან, როდესაც მათი ოცნებები იმსხვრევა.
მიაძაკისთან თითოეული კადრი სრულფასოვანი ნახატია – მწვანე მდელოები, ღრუბლები, პერსონაჟები დახვეწილი მიმიკებითა და ხასიათით, ხელითაა დახატული, ბუნებრივი რომ იყოს. მისი შთამაგონებელი ანიმაციები აზრიანი, მოულოდნელი და უცნაურია. თითქმის არასდროს იცი, როგორ დასრულდება მიაძაკის ჯადოსნური ისტორიები.
მიაძაკის ანიმაციებმა ძალიან ბევრი რამე მომცა, შეიძლება ზუსტად ვერც კი ჩამოვთვალო, კონკრეტულად ‒ რა, მაგრამ როდესაც ადამიანი რაღაც ძალიან ლამაზს ხედავს, ის თავისთავად ძლიერდება.