გმირთა დაისი. რამშტაინის გერმანია პოსტნაციონალურ ხანაში
26.02.2021 | 20 წუთიანი საკითხავივუძღვნი ზიგრიდ ვაიგელს
გერმანია სამედიცინო ეტლში, კადრი რამშტაინის მუსიკალური კლიპიდან გერმანია.
2019 წლის 28 მარტს გერმანულმა ჯგუფმა რამშტაინმა, რომლის ჟანრსაც ვიკიპედია განსაზღვრავს, როგორც ახალ გერმანულ ბრუტალობას, გამოაქვეყნა სინგლი „გერმანია“. ამ სიმღერით რამშტაინმა ათწლიანი პაუზის შემდეგ დააანონსა ახალი ალბომი. იუთუბზე კლიპი უმოკლეს დროში ნახა 50 მილიონზე მეტმა მაყურებელმა, სინგლი კი რამდენიმე კვირის განმავლობაში ლიდერობდა გერმანულ ჩარტებს.
სიმღერამ, უფრო სწორად კლიპმა, გერმანულ საზოგადოებასა და პრესაში სკანდალი გამოიწვია. ჯგუფს უფრო ირიბად, ვიდრე პირდაპირ, მიაწერეს მემარჯვენე ნაციონალისტური სულისკვეთების ტირაჟირება. რამშტაინს დააბრალეს აგდებული დამოკიდებულება საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეების