გმირთა მოედანი
18.04.2019 | 8 წუთიანი საკითხავითუ წელიწადს ერთ ღამედ წარმოვიდგენთ, შუაღამე იანვარია. შუაღამისას ბევრს ვერაფერს იტყვი. სიბნელეში მხოლოდ ლანდებს შეიძლება მოჰკრა თვალი, სიზმრების ნაწყვეტებს.
ინდიგოს იანვრის ნომერი გმირთა მოედანზეა.
გმირთა მოედანი ქალაქის არაცნობიერია. ადგილი, სადაც გვირგვინდება ქალაქის დაკარგული სიზმრები.
ფეხით მიუდგომელი, დღისით მანქანებით გადაჭედილი, ღამით შიშის ნისლში გახვეული მოედანი მორევია, მეხსიერებას თითის ტარზე რომ იხვევს და ისტორიას პალიმფსესტად ინახავს.
თუ საუკუნეს ერთ მოედნამდე დავამრგვალებთ, ამ წრეში, როგორც ყავის ჭიქის ფსკერზე, წარსულს და მომავალს დავინახავთ.
გმირთა მოედნიდან ამოგლეჯილი სიტყვები, გმირები, დრო, გამოსახულება, ერთ ამბად, ერთ ნაკადად იქცა. არაცნობიერის ნაკადად, რომელიც ამ ფურცლებზე დაილექა.
<