გვჭირდება თუ არა სკოლა
18.12.2018არა
- არის სკოლები, სადაც ბავშვებს უნიფორმას აცმევენ. ეს უნიფორმა ტანსაცმელზე მეტია. ასე აუსახურებს სკოლა ერთმანეთისგან განსხვავებულ ადამიანებს.
 - ბულინგი, „არა-კაცური“ და „არა-ქალური“ ქცევების გამო დაცინვა, ინდივიდუალობის ზედმეტი გამოხატვა სკოლაში ხშირად ისჯება – ხან სხვა მოზარდების, ხან მასწავლებლების მხრიდან.
 - სკოლა შემოქმედ ადამიანს ამსგავსებს რობოტს, რომელიც ვერ აკეთებს თავისუფალ არჩევანს და არ ცდილობს, უფრო ღრმად გაიცნოს საკუთარი თავი.
 - სკოლაში გვიმალავენ, რომ „წარმატებული“ მოკვდავები, სადღაც, შიგნით ცარიელი და სევდიანები არიან. სკოლა ცდილობს, დაგვამსგავსოს ჩაძირულ გემს, რომელიც არის და თან არ არის.
 - სკოლა არ გასწავლის, იყო „ვარსკვლავი, რომელიც ანათებს“, იქ მიღებული განათლება არასდროს არის საკმარისი არც ადამიანის და არც სამყაროს შესაცვლელად.
 
კი
- სკოლაში ვსწავლობთ საკუთარი თავის აღქმას ჯგუფში; პირველად იქ ვხვდებით სხვადასხვა ოცნებისა და მიზნის მქონე ადამიანებს.
 - სკოლა საერთო გამოცდილებაა, რომელიც თაობებს საზოგადოებად კრავს. მამაჩემი სკოლის კატლეტს იხსენებს სიყვარულით, ჩემი თაობა – შატალოებს, მომავალ თაობას თავისი განსხვავებული მოგონებები ექნება.
 - იმის მაგივრად, რომ საათობით ეძებო პასუხები ონლაინფორუმებზე ან მეზობლის გაცრეცილ რვეულებში, შეგიძლია გაკვეთილებზე იარო და უსმინო მენტორებს.
 - გადახეულ ჯინსში ან მობილურში დამალული შპარგალკებით გამოცდების ჩაბარება იმ გამოცდების მეტაფორაა, რაც ცხოვრებაში გვხვდება.
 - სკოლა გეხმარება დაინახო საკუთარი ევოლუცია იმ დროიდან, როცა არ იცოდი წერა-კითხვა და მეგობრობა, იმ დრომდე, როცა მეტ-ნაკლებად იცი, რისი თავი გაქვს.
 
ავტორი: თინა სირაძე