გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

გზამკვლევი TAF-ზე

წელს TAF სამი ძირითადი განყოფილებისაგან შედგება:

გალერეები და გამოშვებები - TAF-ის 2019 წლის გამოშვების მონაწილეები არიან: საქართველოდან, LC Queissier, „ერთი“, პროექტი არტ ბიტი (Art Beat), რია ქებურია, ფანჯრის პროექტი (Window Project),  გალერეა ვანდა, თიბისი სტატუსი (TBC Status), ბაია გალერეა, შარდენი, ასევე კამელ მენური (საფრანგეთი), გიზელა კლემენტი (გერმანია), სიმონ სუბალი (აშშ), რუსტერი (ლიტვა), Kultur Dialog (სომხეთი), გალერეა Q (აზერბაიჯანი), Art Agency (ბულგარეთი), Galleria Continua (საფრანგეთი, ჩინეთი, კუბა, იტალია), Valid Photo BCN (ესპანეთი), Vin Vin (ავსტრია), Levy Delval (ბელგია), L’Aleatoire (საფრანგეთი), AB43 Contemporary (შვეიცარია), Eugster (სერბეთი), გალერეა პროგრესი (საფრანგეთი), the Gallery Apart (იტალია), Madragoa (ლისაბონი), 22,48მ2 (საფრანგეთი), ჯერომ პოჯი (საფრანგეთი).

სახელოსნო The Hive -  საერთაშორისო პროფესიონალი ჟიურის მეშვეობით, TAF - ის მიერ შერჩეული, დაახლოებით, 30 ხელოვანის (საქართველოდან, უკრაინიდან, საფრანგეთიდან, აშშ-დან, რუსეთიდან...) პერსონალური პრეზენტაცია. სხვადასხვა კულტურული და მხატვრული პერსპექტივის მრავალფეროვნებას წარმოადგენენ ისეთი ხელოვანები, როგორებიც არიან  იასმინა რეზა (დრამატურგი, რეჟისორი, მსახიობი, რომანისტი და სცენარისტი), ქეთი მელუა (მომღერალი), ემანუელ კარერი (რომანისტი, სცენარისტი, რეჟისორი), ჩარლზ ბერლინგი (მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი), ირინა კრონროდი (სოთბი, ლონდონი), ჯეფ ქოუენი (ფოტოხელოვანი) და ფრანსუა მიშო  (კურატორი, პარიზის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი).

ორგანიზებული გამოფენები - ქვემოთ ჩამოთვლილი გამოფენები არის Taf-ის დაკვეთებისა და თანამშრომლობის ნაწილი.

სასტუმრო ევროპა: მათი წარსული, თქვენი აწმყო, ჩვენი მომავალი  - კურატორი თეო-მარია კოპოლა, ასოცირებული კურატორი ლივია ტარსია ინ კურიაინ კურია. საერთაშორისო ხელოვანების ჯგუფური სანახაობა, რომლებსაც აერთიანებს ევროპის იდეა, უფრო როგორც სულის მდგომარეობა, ვიდრე კონტინენტი. Apparatus 22, ბაბი ბადალოვი, იასმინა ბენაბდერაჰმანი, ჯგუფი „ბულიონი“, Chto Delat, ვაჟიკო ჩაჩხიანი, ლევან ჭელიძე, გაეტანო კუნსოლო, ბადი დალული, ალიენა დაუხესი, ბრაკო დიმიტრიევიჩი, ფრანსუა დიურიფი, დავით გიორგაძე, მარკო გოდოი, სირი ჰერმანსენი, კარინ ჰოფმანი, მარტინ ჰოტერი, ნიკიტა კადანი, ჟანა კადიროვა, დმიტრი კურლიანდსკი, ვინსენტ ლემარი, ლადო ლომიტაშვილი, რანდა მარუფი, სოფიო მედოიძე, დავით მესხი, სლავა მოგუტინი, ურიელ ორლოუ, ჯოანა პიოტროვსკა, ლუი როლინდე, მარინელა სენატორე, მამალი შაფაჰი, მუკერემ ტუნკაი. ნინო სეხნიაშვილის კურატორობით, მოეწყობა ოთხი განხილვა ოთხი სხვადასხვა თაობისა და განსხვავებული მიდგომების მქონე ქართველ ხელოვანთა მონაწილეობით (შოთა ბოსტანაშვილი, ელენე ჩანტლაძე, თეა გვეტაძე, ელენე ლუხუტაშვილი).  ეს გამოფენა წარმოაჩენს ადგილობრივთა სუბიექტური წარმოსახვებს და ხელახლა გვიხსნის საქართველოში არაძირითადი, ორიგინალური ხელოვნების დაფარულ სახეს.

ოთხი განხილვა - კურატორი ნინო სეხნიაშვილი. ეს გამოფენა წარმოაჩენს ადგილობრივთა სუბიექტურ წარმოსახვებს ოთხი სხვადასხვა თაობისა და განსხვავებული მიდგომების მქონე ქართველ ხელოვანთა ნამუშევრების მეშვეობით, რომლებიც რადიკალურად განსხვავებულ გარემოს იყენებენ. გამოფენა ხელახლა გვიხსნის საქართველოში არაძირითადი, ორიგინალური ხელოვნების დაფარულ სახეს.

შოთა ბოსტანაშვილი, თეა გვეტაძე, ელენე ჩანტლაძე, ელენე ლუხუტაშვილი

ინ სიტუ/ინ ვივო (In situ/In vivo) - კურატორი ოლგა პოგასოვა. აბრეშუმის მუზეუმისათვის შექმნილი ჯგუფური გამოფენა, , რომელიც ხაზგასმით აღნიშნავს თავის როლს როგორც კულტურისა და ისტორიის შენარჩუნების საქმეში (ამ შემთხვევაში აბრეშუმის ქსოვის ტრადიცია), ასევე თითოეული ამ კულტურული და ისტორიული ობიექტის მნიშვნელობათა მრავალფეროვნებას.

დარია კროტოვა, მეგი ვუ, რუსუდან ხიზანიშვილი, ოლგა ბოჟკო.

ჯეფ ქოუენი, 27 ნამუშევარი - კურატორი ერიკ შლოსერი. სახელგანთქმული ამერიკელი ფოტოხელოვანის პერსონალური გამოფენა. მაიკლ ვერნერის გალერეასთან და თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმთან თანამშრომლობით.

კლარის ჰანი - კურატორი ფრანსუა მიშო. ფრანგი ვიდეოხელოვანისა და კინორეჟისორის ნამუშევრების გამოფენა. პარიზის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმთან თანამშრომლობით.

ღონისძიებას მასპინძლობს კინოთეატრი „ამირანი“

იყო ქალი -კურატორი საბინა შიხლინსკაია. აზერბაიჯანის სხვადასხვა თაობის თანამედროვე ხელოვანების ვიდეონამუშევრების გამოფენა, რომელიც ასახავს გენდერულ საკითხებს. სიტარა იბრაჰიმოვა, ნაზრინ მამადოვა, ტეიმურ დაიმი, ჩინარა მეჯიდოვა, ლეილი სალაევა, შალალ სალამზადე, საბინა შიხლინსკაია, აგილ აბდულაევი, რუსლან აბასოვი, ბაქოს მხატვართა გაერთიანების კლუბთან თანამშრომლობით.

ტკივილის პალიტრა. ხარკოვის ფოტოგრაფიის სკოლა - კურატორი რომან პიატკოვკა. ჯგუფური გამოფენა, რომელიც გვაზიარებს ხარკოვის ფოტოგრაფიის ესთეტიკას 1970-დან 2019 წლამდე, რომლის წარმომადგენელთა ხელშეწყობითა და ძალისხმევით განისაზღვრა თანამედროვე ხელოვნება უკრაინაში. ევგენი პავლოვი, იგორ ჩეკაჩკოვი, სერგეი ლებედინსკი, სერგეი მელნიტჩენკო, რომან პიატკოვკა, ვლადისლავ კრასნოსჩეკი.

Photo Kyiv Fair-თან თანამშრომლობით

მედეა: გამოსახულებები გრაფიკული ნიშნების წინააღმდეგ - კურატორი კონსტანტინე ბოლქვაძე.ქართველი ქალი მხატვრების გამოფენა, რომლებიც იძიებენ მედეას თემას საქართველოსა და ევროპის კულტურული და ისტორიული ურთიერთობის თვალსაზრისით. ლეილა შელია, ქეთი კაპანაძე, მაია ნავერიანი, ნინო ზირაქიშვილი, ნუცა  ესებუა.

თბილისის ღია სივრცესთან (Open Space Tbilisi) თანამშრომლობით

ხელოვნების კვირეულის სტუმრები ასევე ისიამოვნებენ გალერეებში, მუზეუმებსა და სახელოვნებო სივრცეებში.

მათ შორის:

დავით კაკაბაძის ნამუშევრების რეტროსპექტივა მისი დაბადებიდან 130 წლის იუბილეს აღსანიშნავად;

ტაბულა რაზა, გაბრიელა ფონ ჰაბსბურგის სკულპტურების გამოფენა თავისუფალი უნივერსიტეტის ოთხ ახალგაზრდა ხელოვანთან ერთად, ირენა პოპიაშვილის ორგანიზებით (ეროვნული მუზეუმი და კუნსტჰალე თბილისი);

უტა ბექაიას 20-არხიანი მულტიმედიური სანახაობა “სუფრა“ გალერეა „ერთში“; ახალგაზრდა ქართველი ხელოვანები სასტუმრო „სტამბას“ მე-2 სართულზე თავიანთი „ჟანგბადის სანახაობით“ (Oxygen show).

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა