"Hello Georgia" | პანამის დოკუმენტები
05.07.2016ინტერვიუ დეივ ბლოსთან
პანამის დოკუმენტების გამოქვეყნების შემდეგ, ათზე მეტ ქვეყანაში გამოძიება დაიწყო. რამდენიმე ჩინოვნიკმა უკვე დატოვა თანამდებობა, მათ შორისაა ისლანდიის პრემიერმინისტრი, სომხეთის მთავრობის წევრი (სასამართლოზე ზეწოლის გამო) და საერთაშორისო გამჭვირვალობის პრეზიდენტი ჩილეში. დეივ ბლოსი 2012 წლიდან, კავკასიის ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტის რეგიონული რედაქტორია. 2003-2006 წლებში GIPA-ს ჟურნალისტიკისა და მედიამენეჯმენტის კავკასიური სკოლის დეკანად მუშაობდა, როგორც Knight Fellow. ჟურნალისტების საერთაშორისო კონსორციუმმა ბლოსი პანამის დოკუმენტების იმ მასალების შესასწავლად მიიწვია, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ეხება.
ინდიგო: ვინ შეარჩია სახელი პანამის ქაღალდები?
დეივ ბლოსი: როგორც ვიცი, გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმმა, მასალების გამოქვეყნებამდე ორიოდე თვით ადრე. პანამაში ამ სახელწოდებაზე დღემდე კამათობენ. პანამის პრეზიდენტი ფიქრობს