Hennessy X.O.-ს ოდისეა აბრეშუმის გზაზე
7 ქვეყანა. 7 ქალაქი. 7 ხელოვანი. 7 არტისტული ინსპირაცია.
ეს მოგზაურობა Hennessy-ს სამშობლო კონიაკში დაიწყო. Maison Hennessy იყო ადგილი, სადაც აბრეშუმის გზის ლოკალური და ამავე დროს გლობალური თავგადასავლის გაცოცხლება გადაწყვიტეს. ჯერ 7 ქვეყნიდან მოწვეულ არტისტებს უმასპინძლეს და Hennessy-ს სამშობლოში კონიაკის წარმოების საიდუმლოებები გააცნეს; შემდეგ კი არტისტებმა მიღებული ინფორმაციის და ინსპირაციის შედეგად შექმნეს 7 ნამუშევარი, როგორც საკულტო კონიაკის – Hennessy X.O.-ს ინდივიდუალური ინტერპრეტაცია.
ნამუშევრების მომზადების შემდეგ, თითოეული მათგანი სწორედ აბრეშუმის გზის მარშრუტზე, 7 ქვეყნის 7 ქალაქში გამოიფინა.
ამ საერთაშორისო არტისტულ პროექტში მონაწილეობდნენ: როკო ირემაშვილი (საქართველო), ბურჩაქ ბინგოლი (თურქეთი), ვიქტორ სირნევი (ყირგიზეთი), რაშად ალაკბაროვი (აზერბაიჯანი), ვიაჩესლავ უსეინოვი (უზბეკეთი), აშკათ ახმედოვი (ყაზახეთი) და ინ შიუჯენი (ჩინეთი). მათი ნამუშევრები Hennessy X.O.-ს „არომატების პალიტრის“ შვიდ ქვეთავს – მწველ ალს, შოკოლადის ხავერდოვნებას, მზარდ მხურვალებას, ხის ისტორიას, პიკანტურ ზღვარს, ტკბილ ნოტებსა და უსასრულო ექოს მიუძღვნეს.
Hennessy-მ კონიაკის მოყვარულებს თბილისში, თანამედროვე ხელოვნების გალერეაში, 14 ნოემბერს უმასპინძლა და როკო ირემაშვილის ნამუშევრის ნახვის საშუალებაც მისცა.
როკოს მიერ შექმნილ ინსტალაციას „წონასწორობა” ეწოდება. მის ცენტრში ორი მამაკაცის სკულპტურაა – რომლებიც წასაქცევად არიან გადახრილები, მაგრამ თან ერთმანეთს აბალანსებენ. მათი მდგომარეობა და პოზა ქმნის ასო X-ის შთაბეჭდილებას, როგორც მინიშნებას იდუმალებასა და პასუხგაუცემელ კითხვებზე. სკულპტურების გარშემო ნეონის თეთრად მანათობელი წრეა, როგორც ორი გადახრილი სილუეტის მარადიული კავშირის გამოხატულება. ეს წრე, თუ Hennessy-ს ისტორიას გავყვებით, სიმბოლურად ჰენესისა და ფილუს ოჯახებსაც აერთიანებს. მთლიანობაში კი, ერთმანეთს ჩაჭიდებული ფიგურებისა და თეთრი წრის კომბინაცია ასოების – X.–ისა და O-ს მხატვრული ინტერპრეტაციაა.
უკანა ფონზე, კედელზე ტრიალებს ყველასათვის კარგად ნაცნობი თამაშის პროექცია, რომელიც ჯვრის რელიგიურ სიმბოლიკას და მარადისობის წრიულ უწყვეტობას გვახსენებს.
ინსტალაცია დასრულებულია მოპირდაპირე კედელზე განთავსებული კომპოზიციური მანათობლით, რომელიც მუხის კასრების წიბოებისგან შედგება. ეს სწორედ ის კასრებია, რომლებშიც წლების განმავლობაში Hennessy X.O.-ს კომპლექსური სპირტები ინახებოდა.
„წონასწორობის” შესაქმნელად როკოს ბოჭკოვანი მინა, ჟანგი, რკინა, ოქროს ფურცელი, დრეკადი ნეონი, ხე, ორგმინა და ანიმაცია აქვს გამოყენებული. თუმცა აბრეშუმის გზასავით ძველ მასალებთან ერთად, მის ინსტალაციაში ახალ მასალებსა და ტექნიკასაც ვაწყდებით და ვხვდებით, რომ წარსულსა და აწმყოს შორის ეს ჰარმონიული ექო თანამედროვე ხელოვნების გალერეის არგონავტების დარბაზს უსასრულოდ შემორჩება.
>>>
Hennessy X.O.-ს შესახებ
1870 წელს მორის ჰენესიმ კონიაკის სპირტების იმჟამინდელ დიდოსტატს – ემილ ფილუს სთხოვა, ხანგრძლივად დავარგებული სპირტებისგან განსაკუთრებული კონიაკი შეექმნა, რომელსაც მეგობრების წრეში დააგემოვნებდა. სახელიც შესაბამისი შეირჩა – X.O. (Extra Old) ანუ „განსაკუთრებით ძველი” და ლეგენდასაც ჩაეყარა საფუძველი. როგორც კეთილშობილების და მარადიულობის სიმბოლო, Hennessy X.O.-ს გემო არ შეცვლილა დროთა განმავლობაში.
Hennessy-ს შესახებ
საფრანგეთში, ქალაქ კონიაკში დაფუძნებული კომპანია Hennessy თავისი 250-წლიანი ისტორიის განმავლობაში ქმნიდა თავგადასავლებსა და აღმოჩენებზე დაფუძნებულ გამორჩეულ მემკვიდრეობას, რომელიც ხუთივე კონტინენტზე ამკვიდრებდა უმთავრეს ფასეულობებს: ეპოქასთან შესაბამისობის განსაკუთრებულ უნარს, ინოვაციის მუდმივ ძიებას და შემოქმედებითობის, მუდმივი განვითარების ერთგულებას. ეს ღირებულებები, რომლებიც ყველაზე პრესტიჟული, საკულტო კონიაკის სახლის შექმნას ედო საფუძვლად, დღესაც LVMH Group-ის ნამდვილი განძი და სავიზიტო ბარათია. ჰენესის ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში კომპანია „ჯდ ალკოა“.
ავტორი: ოლივია ჯაში