გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
გიორგი ხასაია

#heysis | გიორგი ხასაია

Nana aq xar?

Xo mshvidoba gaqvt mand?

Mixede tavs

ნანა არ მპასუხობს

უპასუხობა მაწუხებს

უპასუხობა მაწუხებს

ცოტა ხანს

მერე გადამივლის

როგორც ქვას

სენა მირაბოს ხიდქვეშ

 

„მიიღეთ რასაც იმსახურებთ

მიიღეთ რასაც იმსახურებთ

ეს თქვენ ალჟირისთვის

ეს თქვენ ერაყისთვის

ჩვენი თუ არ გჯერათ თქვენი გიიოტა გადაშალეთ

იცხოვრეთ შიშით და დაცვით

მერე საერთოდ გადაშენდით

მაინც დაგისვამთ საიფზე

წინადაცვეთილზე“

 

[ბერნარ ანრი ლევი

და ერთგული მკითხველი უელბეკის

წინასწარმეტყველია

მერე მე მათხოვე

მერე მეც მათხოვე რა]

 

როგორ ვერ ხვდები რა აკეთო

გააკეთე მოდერნიზაციის სააგენტო

თავისუფალი სამყაროს

აგენტო

 

„ესროდნენ  ფეხზე  მდგომებს

ესროდნენ  დაწოლილებსაც“

 

მინერვას ბუ

მოფრინავს ღამღამობით

თესავს სიბრძნეს ქალაქებში  იმკის ხანძარს

ბავშვები გაითვალნენ

ბავშვები გაითვალნენ

პილოტების უზუსტობებზე

 

[ითქვა თელ-ავივში

ანდა აშდოდში

ღმერთმა ყველას აშოროს

მაგრამ დაისაჯნენ პალესტინელი ტერორისტების მხარდაჭერისთვის

წლების მანძილზე

უფერეს არაფატს

გადაკვეთეს წითელი ხაზები

ახლა ერგებათ გულთბილი სოლიდარობა

ბავშვებისგან ღაზადან]

  

Hey Sis

Don’t be afraid of the ISIS

keep calm and remember this:

გასაგებია ყველა ესენი

და უფრო მწარე კიდევ ის არის

რომ რასაც აწი ავიტანთ

და რაც აქამდე ავიტანეთ

ამის მთავარი სახელია კაპიტალი

ვთქვათ ასე – ძალაუფლება კაპიტალის

 

ყველაზე მეტად არ გაუმართლათ გლეხებს

ოდითგანვე არისტოტელედან ვიდრე მარქსამდე

მხოლოდ ნეგრიმ

მხოლოდ ნეგრიმ

მოუნახა ადგილი სიმრავლეში

დიდსულოვნად

 

გლეხებს ართმევენ მოსავალს

პატრიოტიზმი მხურვალეა

შეშფოთებები მხურვალეა

მშიერი რჩება ხურვალეთი

სხვა სოფლებიც

 

დენთის კვამლისგან პლანეტა ჩაიხუთა

თამბაქოს კვამლისგან ოთახი ჩაიხუთა

ჩამეხუტე გთხოვ

ახლავე ჩამეხუტე

ჩქარა ჩამეხუტე

ჩამეხუტე

 

[არ უნდა გაუღო კარები ფართოდ

 ვიზები არ უნდა გასცე

მოდის

არ მოწონხარ

გაფეთქებს

თადარიგს იჭერენ ევროპელი თეთრი კაცები

და ქალები]

 

„იქაც ხომ არიან ისეთები ჩვენ რომ გვგვანან

თუ ვიტყვით ალალად

ჩვენიანები

განმანათლებლობის დაგვიანებული შვილები

მალალა

ასე ქვია მგონი იმ გოგოს

კი ზუსტად

მალალა“

 

[თუ ვიტყვით არსობრივად

ეს დაპირისპირება არის კლასობრივი

უფრო ზუსტად, კლასობრივ-რასობრივი

და ეს მკვლელობები მასობრივი

პარიზის ცენტრში

გახლავთ ამ ამბის ანი-ბანი

იტყვის ეტიენ ბალიბარი

ფრანგი მსახიობის მამა]

 

„ღმერთო ამაზე მეტი არ გინდა

ღმერთო ამაზე მეტს ნუ დაუშვებ

ისედაც უკვე ვართ ნოკდაუნში

 

იმედია წელს მაინც წესიერად დავისვენებთ

გუდაურში

დავოსში

ცუდი ამბებით ხომ არ დავოსდებით

მაგათაც ეს უნდათ

არ უნდა დავოსდეთ“

 

პლანეტას ახურებს აძაგძაგებს

პლანეტამ დაკარგა პროჭის კლიტე

უნდა მოძებნო სიმძიმის ცენტრი

ციმციმ

უნდა წამოდგე ლოჟადან

უნდა წახვიდე როჟავაში

როჟავადან უნდა დაჩექინდე

დაჩექინდე

 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა