გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ინდიგო იწვევს სტუდენტებს ვორქშოპზე „ისტორიის გაკვეთილი"

ინდიგო გიწვევთ ვორქშოპზე „ისტორიის გაკვეთილი" ყველას, ვისაც უახლესი ისტორია გაინტერესებთ

ჩვენ ერთ დღეში მოვყვებით, მოვისმენთ და განვიხილავთ ისტორიას სამ ომზე, რომელიც XX და XXI საუკუნის დასაწყისის საქართველოში მოხდა. 

1991-1992 ცხინვალის ომი, 1992-1993 აფხაზეთის ომი და 2008 რუსეთ-საქართველოს ომი. 

ისტორიას მოვყვებით ადამიანების პერსპექტივიდან, რომ ყური დავუგდოთ მათ, ვინც ომში საყვარელი ადამიანები, საკუთარი ყოველდღიურობა, სახლები და სოფლები დაკარგა.

განვიხილავთ ისტორიულ დოკუმენტებს და ფაქტებს ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური კონტექსტის აღსადგენად. 

რომ გავიხსენოთ გზა, რამაც დღევანდელ გეოპოლიტიკურ გამოწვევებამდე მოგვიყვანა, რომ დიდ რეგიონში საკუთარი თავის აღქმა და მეზობლებთან ისტორიული კონტექსტით განპირობებული დამოკიდებულების გაგება შევძლოთ. 

ვორქშოპში მონაწილეები კონფლიქტებს დაინახავენ პროცესებში ჩართული ოთხი მხარის პერსპექტივიდან და მათ მოტივებზე იმსჯელებენ. ყოველი მხარის გადაწყვეტილებებს ერთმანეთთან მიმართებაში დაინახავენ და მათი გადაწყვეტილებების  შედეგებს გაანალიზებენ. ვორქშოპის მონაწილეები დაამუშავებენ მოვლენათა მთელ ფაქტობრივ ქრონიკას, ხოლო კონფლიქტის ხელშესახებ, რეალურ შედეგებს ადამიანების ისტორიების გაზიარებით შეძლებენ.  

შეხვედრას გაუძღვებიან მკვლევარი ზურა წურწუმია და ინდიგოს რედაქტორი ნინო ლომაძე. 

ვორქშოპში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისაც უახლესი წარსული და საქართველოში 1990-2008 წლების ომების ისტორია აინტერესებს.  ვორქშოპები გაიმართება 2025 წლის 13 დეკემბერს ბათუმში, კაფე 1905-ში. 

დასაწყისი - 11:00 სთ.
დასასრული - 17:00 სთ.

მონაწილეობა უფასოა.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა