
იდეალური ტვისტი
– თქვენ ალბათ, დრუიდი ხართ, ხის ნივთები რომ მოგწონთ, – ჯერ კარგა ხანს მაკვირდება და მერე ასკვნის რუსუდანი.
– დრუიდი?! – გაკვირვებით ვეკითხები და თან ინდურ ხის თასს ვათვალიერებ, რომელსაც უკანა მხარეს ჯერ კიდევ შერჩენია საბჭოთა ეტიკეტი ფასით: 5 рублей.
– ხუთი ელემენტი ხომ არსებობს: წყალი, ხე, ცეცხლი, მიწა და მეტალი, – ენაწყლიანად აგრძელებს საკუთარი ანტიკვარიატის მაღაზიის ერთ-ერთ კედელთან მიდგმულ ვეებერთელა ტყავის ტახტზე მოკალათებული რუსუდანი, – აი, ხის ელემენტი ვინცაა, დრუიდებს ეძახიან.


ფოტო: გურამ კაპანაძე. მაგიდა „stairs to nowhere“ 2016 წლის კოლექციიდან „wild minimalism“
სახლში მისული, პირველს, რასაც ვაკეთებ, ხუთი ელემენტის გახსენებას ვცდილობ – ორი წლის წინ ფენ
გირჩევთ
