გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ლექსო რატიანი და ზვიად რატიანი

ინტერვიუ მამასთან – ლექსო რატიანის საუბარი ზვიად რატიანთან

ჯერ თხუთმეტი წლის ვარ და ცხადია, ბევრ რამეზე არ მიფიქრია. მით უმეტეს, არ მიფიქრია, ოდესმე ინტერვიუს თუ ავიღებდი, თანაც - მამისგან. მომხიბლა პერსპექტივამ, რომ ჩვეული, მამაშვილური ყოფიდან უნდა გამოვსულიყავით და უჩვეულო როლები მოგვერგო.

იმასაც მივხვდი, რომ ბევრი რამ ისედაც მინდოდა მეკითხა მამასთვის.

ესაა, რაც გამოვიდა.

ლექსო: ზვიად, რას ნიშნავს ხელოვანისთვის დრო და რამდენად მნიშვნელოვანია მწერლისთვის, არ ჩამორჩეს მას?

ზვიადი: უფრო მსუბუქადაც შეგეძლო დაწყება. ახლა მეც სერიოზულად გიპასუხებ და თუ დაგვცინეს, შენი ბრალი იქნება. დროსთან მიმართებით მწერალსა და სხვა „ხელოვანებს“ შორის მართლაც არის რაღაც განსხვავებები, რადგან მწერლის მასალა ენაა, დრო კი, პირველ რიგში და ყველაზე ეფექტურად სწორედ ენაზე ზემოქმედებს, შეიძლება ითქვას, ძალადობს კიდეც. გასაგებია, რომ არსებობს სხვა ენებიც – მუსიკის ენა, მხატვრობის ენა, კინოს ენა, მაგრამ ყველანი, მწერლები, მუსიკოსები, მხატვრები, არტისტები, პი

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა