გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ინტერვიუ პეტრ ჰრუშკასთან

ადამიანი, რომელმაც ბევრი არაფერი იცის და მუდამ შეძრწუნებულია ამ არცოდნით, - ასე წარადგინა თავი ჩეხმა პოეტმა და ლიტერატორმა პეტრ ჰრუშკამ ქართველი მკითხველისთვის მიცემულ თავის პირველ იმეილინტერვიუში, როცა ერთი წინადადებით საკუთარი თავის დახასიათება ვთხოვე.

პომპეზურობის უარყოფა და მწირი თვითგამოხატვა პეტრ ჰრუშკას არა მარტო პიროვნული, არამედ პოეტური მახასიათებელიცაა. მისი რვავე პოეტური კრებული, რომლებშიც, ერთი შეხედვით, სამოქალაქო პოზიციიდან დანახული ყოველდღიური ამბები მინიმალისტური და მოულოდნელი პოეტური სახეებითა გადმოცემული, სინამდვილეში, ადამიანის მიკროკოსმოსში მიმდინარე მტკივნეულ და ამაღელვებელ მოვლენებზე მოგვითხრობს.

პეტრ ჰრუშკა 1964 წლის 7 ივნისს დაიბადა ჩეხეთის ქ. ოსტრავაში. სამთო ინჟინერიის დარგში ხარისხის მიღების შემდეგ სწავლა განაგრძო ხელოვნების ფაკულტეტზე ჩეხური ლიტერატურისა და ლიტერატურის თეორიის მიმართულებით (1990-1994), რომელიც დაასრულა მაგისტრის ხარისხით (სამაგისტრო თემა: თანამედროვე ჩეხური პოეზიისა და პროზის ანდერგრაუ

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა