გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

იპოვეთ თქვენი სხვა ზღვა

SOU ფესტივალი – სხვა ზღვა თბილისის ცირკში ქართველი არტისტის- Tete Noise-ის და კვარტეტ “The Stringers“-ით კონცერტით გაიხსნა.

SOU ფესტივალის ორგანიზატორების ინტერესი ხმის და კომპოზიციის კვლევა, მათი ვიზუალური რეპრეზენტაციის ახალი ფორმები და არსებული საგამოფენო თუ მუსიკალური სივრცეების გაცოცხლება და რეინტერპრეტაციაა.

ფესტივალის მისამართები ისეთ ლოკაციებზეა გაფანტული, სადაც შემთხვევით ვერასდროს მოხვდები. რუსთავის სახელმწიფო თეატრში, სარაჯიშვილის ქარხანაში, გეოფიზიკის ინსტიტუტის ატმოსფეროს ფიზიკის დეპარტამენტსა თუ ეროვნულ მუზეუმში, 15 მაისიდან 5 ივლისამდე ჟანრების მრავალფეროვანი სპექტრი გაიშლება.

მოკლედ, წინ 26 საფესტივალო დღეა. ყველაფერს ახლა თუ ვერ დაგეგმავთ, ამიტომ ჯერ მაისის თარიღები ჩაინიშნეთ:

 

16 მაისი

ალვა ნოტო / რუსთავის სახელმწიფო თეატრი

17 მაისი

გრიშა ლიხტენბერგერი / ა. ხორავას სახელობის მსახიობთა სახლი

19 მაისი

უილიამ ბასინსკი / გარდენ ჰოლი

20 მაისი

რეზო ღლონტი (ლევან ცხადაძესა და მალიკა მამინოვასთან ერთად)

შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრი, მცირე დარბაზი

21 მაისი

მასაიოში ფუჯიტა და იან იელინეკი / ა. ხორავას სახელობის მსახიობთა სახლი

22 მაისი

ქრისტოფერ ტინორი / სამეფო უბნის თეატრი

24 მაისი

რიო მურაკამი / სარაჯიშვილის ქარხანა

26 მაისი

ნატალია ბერიძე – მონდრიანის ანსამბლი / ს. ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრი

28 მაისი

ნიკა მაჩაიძე / სამეფო უბნის თეატრი

29 მაისი

ლორენს ინგლიში / გარდენ ჰოლი

30 მაისი

Shobaleader One

ივენთ ჰოლი 

31 მაისი

ფრანკ ვიგრუ და ანტუან შმიტი / შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრი, დიდი სცენა

Sou Festival 2017 იმართება პროგრამა Check in Georgia”-ს ფარგლებში.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან:

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, თბილისის მერია, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, გოეთეს ინსტიტუტი, ნიდერლანდების სამეფოს საელჩო; ექსკლუზიური ინტერნეტ პარტნიორია adjaranet.com; მედია პარტნიორები კი - რუსთავი 2, On.ge და რედაქცია N3. 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა