ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

იყურე წინ

ელიტ ელექტრონიქსის ახალი იდენტობა

ელიტ ელექტრონიქსი რჩება სივრცედ ყველა თაობისთვის. 

დღეს კომპანია ტექნიკის ბაზარზე ყველაზე დიდი სავაჭრო ქსელით და პროდუქციის ყველაზე ფართო ასორტიმენტითაა წარმოდგენილი. ელიტ ელექტრონიქსი ფასებითაც და გეოგრაფიულადაც ყველაზე ხელმისაწვდომ არჩევანს გვთავაზობს. 

საყოფაცხოვრებო კულტურა ან გვაქვს, ან – არა, ან/და გვინდა, რომ გვქონდეს. ის მოიცავს ჩვენს გააზრებულ არჩევანს კერძო და საერთო საცხოვრებელი გარემოს გასაუმჯობესებლად, კომფორტზე, დროის დაზოგვაზე, საქმის გაადვილებაზე მიმართული ტექნიკის ყოველდღიურობაში დასანერგად. 

ელიტ ელექტრონიქსი, როგორც ბრენდი, უკვე 23 წელია სწორედ ამ მიმართულებით გვთავაზობს სერვისებს. კომპანიის კონცეფციის ნაწილადაც ამას მოიაზრებენ – საქართველოში საყოფაცხოვრებო დონის ამაღლებას. კომპანიის მთავარი მამოძრავებელი იდეა კი, შესაბამისად, მუდმივი წინსვლაა, მუდმივი სვლა პროგრესისა და განვითარებისკენ. 

ცოტა ხნის წინ ელიტ ელექტრონიქსმა ახალი კონცეფცია შექმნა და მთელი სტრატეგია თანამედროვე ტრენდებს მოარგო.  

ახალ სტრატეგიულ პლატფორმაში კარგად ჩანს ვიზუალური სიმბოლოების დახვეწის პროცესი, რაც ბრენდის განვითარების გზას ასახავს: 

ელიტ ელექტრონიქსი კიდევ უფრო გაახალგაზრდავდა, შესაბამისად, სამიზნე ჯგუფის ასაკიც შემცირდა. ბოლოდროინდელ სარეკლამო რგოლებსა და სხვა საკომუნიკაციო მასალაში, კომპანიის განვითარების პროცესი კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა, რასაც ბრენდის ლოგოს ცვლილებაც მოჰყვა – ის უფრო გრაფიკული, მინიმალისტური და გამოკვეთილი გახდა. ლოგოს დიზაინიც თანამედროვე ტრენდებზე აიგო, რაც, ამავდროულად, პროდუქციის ექსკლუზიურობასაც უსვამს ხაზს.  

ელიტ ელექტრონიქსი სამომხმარებლო ბაზარზე ოცდასამი წელია უპირობო ლიდერად რჩება. ბრენდის ისტორიის განმავლობაში, კომპანიამ ცვლილების მთელი ციკლი დანერგა –  გაფართოვდა მაღაზიათა ქსელი, შეიქმნა თანამედროვე კონცეფციის მაღაზიები, გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმები არაერთ წამყვან საერთაშორისო ბრენდთან, რომელთა ოფიციალური წარმომადგენელიც საქართველოში ელიტ ელექტრონიქსი გახდა.

ცვლილებებს ბრენდის სტრატეგიული პლატფორმის ტრანსფორმაცია ლოგიკურ ეტაპად მოჰყვა.

„ჩვენ გვჯერა, რომ წინსვლას ის ადამიანები განაპირობებენ, ვინც დღეს ტექნოლოგიური განვითარება მოიტანეს. ელიტ ელექტრონიქსი საქართველოში სწორედ ტექნოლოგიური პროგრესის სტიმულია. ბრენდის მთავარი გზავნილიც ამ იდეას ერგება: „იყურე წინ“, – განაცხადა ელიტ ელექტრონიქსის გენერალურმა დირექტორმა ლადო ჯობავამ.

კომპანიის რებრენდინგი იმ მიგნებებისა და წარმატებული გადაწყვეტების ასახვაა, რასაც ელიტ ელექტრონიქსმა წლების განმავლობაში მიაღწია. გასულ ორ ათწლეულში, კომპანიამ დაფარვის ზონა და, შესაბამისად, გავლენის სივრცეც გააფართოვა და მთელი რეგიონი მოიცვა. ახალი სტრატეგია, ახალი ვიზუალური და კონცეპტუალური ხედვა, სწორედ კომპანიის სამომავლო გეგმებს და მთავარ იდეას ეხმიანება – ისევ და ისევ განვითარება და ნოვაციების აღმოჩენასა და გავრცელებაზე გათვლილი გზა. 

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა