გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

"ჯანსაღი საგზალი სკოლისთვის"

„ჯანსაღი საგზალი სკოლისთვის“ - კონკურსია 13-დან 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისთვის. 

კონკურსის მონაწილეები მობილური ტელეფონით იღებენ 3 წუთიან ვიდეოს, სადაც ჩანს როგორ იმზადებენ თავად საგზალს სკოლისთვის. ჟიური მონაწილეებს შეაფასებს შემდეგი კრიტერიუმებით: 1. ორიგინალური მენიუ; 2. მრავალფეროვანი, ხელმისაწვდომი და ჯანსაღი ინგრედიენტები; 3. ავტორის ტექსტი პროდუქტების სარგებლიანობის შესახებ; 4. მოწოდება ჯანსაღი კვების აუცილებლობის შესახებ. 

3 წუთიანი ვიდეო გაკვეთილების „ჯანსაღი საგზალი სკოლისთვის“ მიზანია ხელ შეუწყოს დაბალანსებული კვების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ჯანსაღი კვების უნარ-ჩვევების გამომუშავებას მოზარდებში. ასევე მოუწოდოს გადაწყვეტილების მიმღებ სახელწიფო სტრუქტურებს შეიმუშავონ ისეთი სახელმწიფო პოლიტიკა, რაც ხელს შეუწყობს მოზარდების სრულფასოვან კვებას, როგორც ოჯახში, ასევე სკოლებში.

მონაწილეებმა საკონკურსო ვიდეო უნდა ატვირთონ საკუთარი იუთუბის არხზე და გაგზავნონ: foodfsn2015@gmail.com.

კონკურსი უკვე დაიწყო. ვიდეოების გაგზავნის ვადა 2016 წლის 10 მაისს იწურება.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა