გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ჯოდი პიკო - „ჩემი დის მფარველი“

„ქეითთან იმისთვის არ მოვსულვარ, რომ თავი უკეთ ვიგრძნო, იმიტომ მოვედი, რომ მის გარეშე იმის გახსენებაც კი მიჭირს, საერთოდ ვინ ვარ“.

ანა ფიცჯერალდის უფროსი და, ქეითი ორი წლის ასაკიდან სიკვდილს ებრძვის – მას ლეიკემიის მწვავე ფორმა აქვს. ანა კი, სულ გვერდითაა – არავინ იცის, როდის დასჭირდება ქეითს მისი სხეული (და სიკვდილისგან რომ იხსნას, ცალი თირკმელი უნდა გადაუნერგოს).

ანა ცამეტი წლისა უკვე ქეითის დაავადებას კი არა, მთელ სამყაროს რომ ებრძვის – პირველ რიგში, დამკვიდრებულ საზოგადოებრივ ნორმებს უპირისპირდება და მშობლების წინააღმდეგ სასამართლოში საქმეს აღძრავს.

ჯოდი პიკო თანამედროვე ამერიკელი მწერალი, სცენარისტი, კომიქსების და რამდენიმე ბესტსელერის ავტორია. წიგნი გამოცემისთანავე ბესტსელერად იქცა. 2009 წელს კი, მისი ეკრანიზაციაც გაჩნდა, კამერონ დიასის მონაწილეობით.

„ჩემი დის მფარველი“ ოჯახის ისტორიაა, რომელიც სიყვარულით, თავგანწირვით თუ ბრძოლით – სიკვდილის დამარცხებას ცდილობს.

მთარგმნელი: ანა აბულაშვილი
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ფასი: 15.90 ლარი
2016

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა