კასია ქლოე
14.08.2017საბა შენგელია კასია ქლოეზე: "პირველად დედაენის ბაღში დავინახე - ჰულაჰუპებით ცეკვავდა. ვარჯიშობდა. ბრიტანელია, მაგრამ უფრო მომთაბარეა. ცეცხლის და ნავთის სუნი ასდის, რადგან მოცეკვავეა და ცეცხლით ცეკვავს. გაცნობის დღესვე წავედით და გადავიღეთ ფოტოები. იცი, როგორ იყო? წარმოიდგინე, სახლში ხარ, შენ ჩაის სვამ, ან წევხარ, ის კი ამ დროს სულ მოძრაობაშია. ბევრი არაფერი დამიდგამს, ზუსტად ეგეთია. მოსწონს ბოდიალი და ის, რომ არაფერს იმეორებს. გაელვებასავითაა. აქ იყო და წავიდა, მაგრამ შეიძლება ისევ დაბრუნდეს".
ნიღბებზე:
კარგა ხანი დამჭირდა, ლამის სხეულზე შეზრდილი ნიღბები რომ ჩამომეხსნა. მაკიაჟით დავიწყე, ყველაზე უბრალო ნიღბით, რომელიც ვიცოდი, არაფერში გამომადგებოდა.
პირველ რიგში ტელევიზორი მოვიშორე, თანამედროვე საზოგადოების აქსესუარებიდან ერთ-ერთი, რომელიც საკუთარი თავის რწმენას მაკარგვინებდა. რეკლამების ბნელი ჩრდილი ეკრანიდან სხეულზე რომ მეცემოდა, თავს სრულიად უსუსურად ვგრძნობდი. ასე, ერთი ხელის მოსმით, სამუდამოდ ჩავაქრე მისი ძლევამოსილება.
მერე საკუთა