ხმელეთის და ზღვის თანაბარი სითბო
18.12.2017 | 7 წუთიანი საკითხავიქალაქი იმ ადამიანების ბედისწერის გადაკვეთად შეიძლება იქცეს, ვისაც ერთმანეთთან არაფერი აკავშირებთ. როცა პირადი თუ სხვა მიზეზების გამო, ადამიანები დროებით, ან ვეღარასდროს, ვერ შეძლებენ თავიანთ მშობლიურ ქალაქში დაბრუნებას, გამოჩნდებიან მაცნეები, რომლებიც ახალ ნაცნობებს მიტოვებულ სახლებზე მოუყვებიან, რის გამოც გაჩნდება მეგობრობა. ქალაქი გახდება მათი შეხვედრის და კავშირის მთავარი მიზეზი.
ჩემს სახლში პატარა, სამკუთხოვანი ერკერია, სამივე მხრიდან გრძელი ფანჯრები აქვს. ფანჯრებს თუ ზურგით მიეყრდნობი, მოპირდაპირე მხარეს ორ მაღალ თაროს დაინახავ, სადაც წიგნებთან ერთად, პატარა ზომის, თითქოს არაფრით გამორჩეული სურათი დევს – ზეთის საღებავებით დახატული ქალაქი და მისი სანაპირო. ჩანს ზღვის ფრაგმენტი და შენობები, რომლებიც მთელ სანაპიროს მიჰყვება გრძივ ზოლად. ამბობენ, რომ ამ შენობებიდან ერთი წითელი აგურის სახლი ყოფილი საროსკიპოა, რომელიც, სხვა ყველაფერთან ერთად, ნახატზე პორტის მხრიდან მოჩანს. სავარაუდოდ, ამ წითელი სახლის ყველაზე ხშირი სტუმრებიც პორტიდან შემოდიოდნენ – მეზღვაურები, რომ